პოლიტიკა

"ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ ვხედავ შანსს თანამშრომლობისას" _ აკაკი ბობოხიძე

  2017-01-09 10:24:45

პარლამენტში ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები იკრიბებიან. ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა სრული შემადგენლობა. ფრაქციის სხდომაზე გადაწყდება, მოიხსნება თუ არა დღის წესრიგიდან ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი.

ნაწილი ფიქრობს, რომ აღარ არსებობს შეთანხმების რესურსი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ნიკა მელიამ უნდა დატოვოს ეს თანამდებობა.

„ბუნებრივად მიმაჩნია, რომ იმ ადამიანების ფრაქციის თავმჯდომარე, რომლებსაც ბატონი ნიკა მელია პარტიიდან გასულად და გამიჯნულებად თვლის, უბრალოდ ვერ იქნება, ეს ბუნებრივია.

რაც შეეხება ჩვენს მომავალ თანამშრომლობას, ამის სივრცე ყოველდღიურად უფრო მცირე რჩება, როდესაც ადამიანებს ეძახი ივანიშვილთან შეკრულს, გარიგებულს, მე ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ვერ ვხედავ შანსს თანამშრომლობისას. არ შეიძლება დღეს ვიყო გარიგებული და თუკი ხვალ რაღაცაზე შევთანხმდებით, ისევ აღმოვჩნდე არა გარიგებული, არა მოღალატე.

თუ ჩვენი ერთად ყოფნა იქნება შეუძლებელი, ჩვენ ვიფიქრებთ ვიდაოთ ნაციონალური მოძრაობის სახელით შეკრებილ ადამიანებთან ნაციონალური მოძრაობის სახელზე თუ გავაგრძელოთ ცალკე პარტიით მუშაობა,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გორში, დღეს მომხდარი ინციდენტის დროს, "ქართული ოცნების" 12 აქტივისტი უმოწყალოდ
დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული დებატების დროს დამოუკიდებელმა კანდიდატმა,
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები დღეს კაჭრეთში დახურულ კარს
 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერი ფრაქცია შეიქმნა. "ერთობა" _ ასე
მიმდინარე წელი ძალიან აქტიური სამუშაო წელი იყო ძალიან ბევრი მიმართულებით,
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლას განცხადებით