პოლიტიკა

სიტყვიერი დაპირისპირება "ენმ"-ის წევრებს შორის _ ფრაქციის სხდომა გადაიდო

  2017-01-09 11:03:58

სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის. ერთმანეთს ნიკა მელია, კაკო ბობოხიძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება დღეს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას მოჰყვა. ნიკა მელიამ, რომელიც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, განაცხადა, რომ ფრაქციის სხდომის და სასამართლო სხდომის როგორც ჩანიშვნა ასევე გადადება საეჭვოდ დაემთხვა.

ენმ-ის წევრების განცხადებით, პარტია ორად არის გაყოფილი და დღეს უკვე მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ არსებობს. თუმცა, ენმ-ის არცერთი დაპირისპირებული მხარე არ აკონკრეტებს როგორ მოხდება პარლამენტში ფრაქციული გადანაწილება.

მელიას განცხადებით, ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს და ფრაქციას ისევე როგორც პარტიას, სერგო რატიანი და მისი თანამოაზრეები დატოვებენ.

თუმცა, მელიას განცხადებებს არ ადასტურებს მეორე მხარე. მათი განცხადებით, როგორ მოხდება ფრაქციული გადანაწილება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: რუსთავი 2
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან რამდენიმე ათასიანი კოლონა ოზურგეთისკენ მოემართება.
პარტია "თეთრები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს პარტიის ლიდერი თემურ
"მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, მეამაყება ჩემი გუნდის თითოეულ წევრთან ერთად განვლილი
"ხუდონჰესის პროექტის განხორციელება პირველ რიგში მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების თვალსაზრისით და
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კომენტარი გააკეთა გაეროს უშიშროების
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, შემოსულია 16 უბნის მონაცემები. აქედან, 12 უბნის