პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძის ბიუროს უფროსის თანამდებობას ლაშა ჭელიძე დაიკავებს

ნატო გოგელია  2017-01-09 11:20:24

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს უფროსის თანამდებობას ლაშა ჭელიძე დაიკავებს, რომელმაც დეპუტატის თქმით, გამოცხადებულ კონკურსში ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა.

37 წლის ლაშა ჭელიძეს განათლება მიღებული აქვს ფინანსების, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ჭელიძე ამჟამად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ოზურგეთის #3 საჯარო სკოლასა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფინანსური სამსახურის უფროსად. აქვს კერძო სექტორში, სამეწარმეო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგები გავლილი აქვს მსოფლიო ბანკის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და აგრარული უნივერსიტეტის პროგრამების ფარგლებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ევროპარლამენტის წევრის, ჰოლანდიელი დეპუტატის კატი პირის ინფორმაციით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს. გენერალური
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. "ჩვენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბრალდებულ თენგიზ გუნავას დანიშნვას სრულიად კანონიერად
ეს ინფორმაცია სულ ახლახანს გავრცელდა და "გურია ნიუსი" გადამოწმებას