საზოგადოება

"ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ" _ იან კელი

  2017-01-09 12:09:58

ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ და ამავდროულად, მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით, _ განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ელჩმა  კომენტარი „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა:

თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, _ თქვა იან კელიმ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  დაქვემდებარებული "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი",
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატის ცირა
ქალაქ ოზურგეთის კათოლიკურ ეკლესიაში წმ. სტეფანე პირველწამებულის დღესასწაული აღინიშნა. ამ
გუშინ ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა opendata.ge -მ -  საჯარო ინფორმაციის ყველაზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე საკუთარ გულშემატკივარს მადლობას
ოზურგეთში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის