პოლიტიკა

"თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ" _ ევროკავშირის ელჩი

  2017-01-09 12:19:32

თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ, _ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. როგორც ელჩმა აღნიშნა, სამუშაო პროცესი გრძელდება და მის დასრულებამდე სულ ცოტა დარჩა. 

„აღნიშნული პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ინსტიტუტები განაახლებენ მუშაობას ამ პროცესის დასასრულებლად. ჩვენ ამ პროცესის ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ასე რომ, როგორც ბრძანეთ, თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ ამ პროცესის დასასრულებლად“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დათა ახალიას მიერ გავრცელებული მიმართვის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ჯონდი ბაღათურია
საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პროკურატურის რეფორმას ითვალისწინებს. იუსტიციის
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მცოცავ ანექსიაზე საუბრისას აცხადებს,
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის"
„დღეს, ტელევიზიით, კიდევ ერთხელ ვიხილეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ამაზრზენი კადრები,
უკრაინული ვებ-გვერდი uarevo.in.ua მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს. ამჯერად, ჩანაწერში, სავარაუდოდ