პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხულოში კარი ჩაუკეტეს

ზურა ბაუჟაძე  2017-01-09 13:06:24

"ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციაში ამ წუთებში კონფერენციის დაწყებას ვერ ახერხებენ მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები. მიზეზი კი ისაა, რომ "ნაციონალი მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე ხულოში ასულ თანაპარტიელსა და პარტიის ადგილობრივ წევრებს ოფისის კარს არ უღებს.

_ ის ტელეფონს არ პასუხობს, ვესაუბრეთ აღმასრულებელ მდივანს რატიანს და დაგვპირდა, რომ დაელაპარაკებოდა დეკანაძეს. თუმცა, ჯერეჯერობით, არაფერი შეცვლილა. თუკი ოფისის კარს არ გაგვიღებენ, მოგვიწევს კონფერენციის ქუჩაში ჩატარება. ცოტა ხანს კიდევ დაველოდებით, _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდში მოიაზრება. რაც შეეხება კახა დეკანაძეს კი ის ბოკერიას გუნდში მოიაზრება.

 ორგანიზაციის დღევანდელ კონფერენციაზე 20 იანვრის დელეგატები უნდა აირჩიონ. "ნაცმოძრაობის" ხულოს ორგანიზაცია კი ერთადერთია აჭარაში, რომელიც ბოკერიას მხარეს აღმოჩნდა და კონფერეციის ჩატარებას მხარს არ უჭერს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა დეკანაძე ამ დროისათვის სატელეფონო ზარებს  არ პასუხობს

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თავდაცვის ყოფილი მინისტრი  ირაკლი ალასანია პროკურატურას ე.წ.  კაბელების საქმეზე  მომუშავე
“ერთია პრეზიდენტის სურვილები, რომელთა კრებულიც დღეს პარლამენტში მოვისმინეთ და მეორეა
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროში ორი უწყების ხელმძღვანელებმა, ირაკლი ალასანიამ და
გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა ინფორმაცია, რომ
დღეს, გორის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე