საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილმა რუვენ რივლინს უმასპინძლა

ნუცა დავითაშვილი  2017-01-09 14:23:15

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, ასეთ დაუცველ გარემოში, მთელი მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა და ამ პროცესში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
რუვენ რივლინმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკონოვან მეგობრობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს მეგობრობა და ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ძალისხმევის საშუალებით.

"ჩემი ვიზიტის დროს მე ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ და როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა და თანამშრომლობა. ვაფასებ იმ დისკუსიებს, რომელიც გვქონდა დღეს დილით და მოუთმენლად ველოდები დანარჩენ შეხვედრებს. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთობლივი მუშაობის წყალობით და მჯერა, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია“, _ აღნიშნა რივლინმა.

მხარეებმა შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ პროცესებში საქართველოს, როგორც სტრატეგიულად და საინვესტიციოდ მიმზიდველი პარტნიორის როლიც აღნიშნეს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც
ჩემპიონატი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 ქვეყნის უძლიერესმა
26 ივნისს, სტუდენტებმა აბრა წარწერით _ "მანდე ჩემი უნივერსიტეტი“, განათლების
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ