ზაფრანი

ყველაზე ბედნიერები მსოფლიოში

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-09 14:44:55

სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ 2016 წელს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად დანიისა და შვეიცარიის მოსახლეობას მიაჩნდა თავი. ამ ქვეყნების მოქალაქეთა 78 პროცენტი ცხოვრებით კმაყოფილია.

„ყველაზე ბედნიერებს“ უახლოვდებიან სხვა ევროპელებიც: ფინელები, ავსტრიელები, ბელგიელები, აგრეთვე, მსოფლიოს ისეთი დიდი და განვითარებული ქვეყნების მცხოვრებნი, როგორიცაა კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. კვლევების დროს რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ შეკითხვაზე: კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით, განსაზღვრეთ „სკალით 1-დან 10 ქულამდე“. 1 ქულა ნიშნავდა „სრულებით არ ვარ კმაყოფილი“, ხოლო 10 ქულა – „აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“.

კვლევების თანახმად, ბედნიერების დონე მსოფლიოში ასე განაწილდა:

8,3 ქულა – შვეიცარია და დანია; 7,9 – ფინეთი; 7,8 – კანადა; 7,7 – ავსტრალია; 7,6 – ავსტრია; 7,5 – ბრაზილია; 7,4 – ამერიკის შეერთებული შტატები; 7,3 – ბელგია; 7,1 – გერმანია და დიდი ბრიტანეთი; 6,7 – იტალია; 6,6 – საფრანგეთი; 6,4 – საბერძნეთი; 6,3 – ჩინეთი.

ბედნიერთა შორის მოხუცებულთა და ახალგაზრდა მცხოვრებთა თანაბარი რაოდენობაა. აგრეთვე, პრაქტიკულად, არ იყო განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს დიეტა განსაკუთრებით პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებში. დიეტის
იაპონელების შემდეგ, ავსტრალიის საფეხბურთო ნაკრები გახდა მეორე გუნდი, რომელმაც 2014
ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ჯონ ბონ ჯოვიმ სამი წლის წინ  საქველმოქმედო
ამბავი ერთ ბიჭზეა, რომელსაც უკურნებელი სიმსივნე ჰქონდა. ის მხოლოდ 18
მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრში, ჰოლივუდში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ფილმს იღებენ, რომლებიც
ულტრაბგერითი მოწყობილობა "uPill"-ი დიაბეტითა და სიმსივნით დაავადებულებს ყოველდღიურ მტკივნეულ ინექციას