საზოგადოება

აფხაზური ოპოზიცია სისხლისღვრის შეჩერებას მოითხოვს

ნუცა დავითაშვილი  2017-01-09 14:53:04

ოპოზიციური ბლოკი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, უხუცესთა საბჭოს და საზოგადოებას მოუწოდებს ყველა ზომა მიიღონ,  ქვეყანაში ორ გვარს _ კვიცინიებსა და ჟიბას შორის გაჩაღებული სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

სამართალდამცავი სისტემის უუნარობამ გამოიწვია ის, რომ 2017 წელი ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებით დაიწყო _ მკვლელობები, ავარიები ფატალური შედეგით, სისხლიანი გარჩევები. მთელი ქვეყანა შეძრა ორ გვარს შორის წარმოჩენილმა კონფლიქტმა. სახელმწიფო ორგანოებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში კანონის და წესრიგის დაცვაზე, არაფერი გააკეთეს და სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ორი გვარის დაპირისპირების შედეგად მივიღეთ რამდენიმე მოკლული პირი, კერძო საკუთრების და საცხოვრებელი სახლების გადაწვა. თუ უმკაცრეს ზომებს არ მივიღებთ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწავავდება“, _ ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური ბლოკის განცხადებას Apsny.ru ავრცელებს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პერსონალმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ აქციის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვატიკანის ნუნციუსს საქართველოში მარეკ სოლჩინსკის შეხვდა.
2016 წლის იანვარში, ოზურგეთელებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ოზურგეთში ექადიის
2013 წელს საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც
თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე დამოუკიდებელი
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ყოფილი პოლიციელი, გიორგი გამსახურდია გამოცდების ეროვნულ