სამართალი

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წაუყენეს

  2017-01-09 15:31:06

რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს.  გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბრალის წაყენების შემდეგ რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძე აღიარებს წარდგენილ ბრალს და ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა.

”ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. რატი გაჩეჩილაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მისცა ჩვენება გამოძიებას და აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც იმ დროს მოხდა".

ლილი გელაშვილის თქმით, გაჩეჩილაძისა და ინციდენტის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებებიდან გამომდინარე, საქმეში სხვა პირების ბრალეულობა არ იკვეთება.

"საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს და არ იკვეთება ბრალეულობა სხვა პირების, იმიტომ რომ არც ერთი არ მონაწილეობდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩვენებები, რომელიც მისცეს სუფრის წევრებმა”. 

ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით შევა სასამართლოში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გეგუთის ციხესთან საპროტესტო აქციებს "ძველი ბიჭების
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უშიშროების სამსახურს აკაკი სიხარულიძე უხელმძღვანელებს. სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსა და
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,
27 იანვარს, საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოპერის ბაღის
შსს–ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული