პოლიტიკა

შეკრება "ენმ"-ს ოფისში _ პარტიაში გიგი უგულავას ელოდებიან

  2017-01-09 15:44:51

ამ წუთებში პარტიის ოფისში აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თანამოაზრეები იკრიბებიან. პარტიაში ელოდებიან გიგი უგულავასაც. შეხვედრას დაპირისპირებული მხარე არ დაესწრება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე დღეს პარლამენტში სერგო რატიანს, აკაკი ბობოხიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

კაპანაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პარტიაში მოლაპარაკების გზით კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდება, სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ჯერჯერობით, ამას შედეგები არ აქვს, თუმცა, ვნახოთ, იმედია, რომ ამაზე გარკვეული დრო არის. ის რომ ამაზე რეაქცია არის პროვოკაციული ყველა ჩვენგანმა ნახა დღეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის რეაქცია მოჰყვა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კიდევ იმედი გვაქვს და გიგიც ამას აკეთებს სწორედ რომ მაქსიმალურად რა შანსიც არის ის შანსი იქნას გამოყენებული. თუ ეს არ მოხდება, შესაბამისად მალე იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული", _ განაცხადა სერგი კაპანაძემ.

წყარო: "პირველი რადიო"

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობას მერების, გამგებლების და გუბერნატორების პირდაპირი
"პოლიტიკური ცხოველი" , რომელიც აზროვნებს და  განსხვავდება ცხოველებისგან", ასე
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა ოზურგეთში ოლიმპიური სპორტ-კომპლექსის
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით აქციები და აქტიური
" ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გასულ კვირას "ჯეოსელის" სათაო ოფისში