საზოგადოება

გამოკითხვა: რომელი კონკრეტული პრობლემების მოგვარებას თხოვდით ყველაზე სწრაფად ადგილობრივ ხელისუფლებას?

სოფო წილოსანი, ჟანა მეგრელიშვილი, ბექა უნგიაძე  2017-01-09 15:59:24

ლია კვერღელიძე, ოზურგეთი:

_  დასაქმებას ვთხოვ მხოლოდ.  ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა _ ახალგაზრდა ქალი ვარ და ვერსად ვმუშაობ. 

გენო ირემაძე, ჩოხატაური:

_  მე სოფელ ბუკნარში ვცხოვრობ, სადაც არც გზა გვაქვს და არც წყალი. აი, ამ სასიცოცხლო პრობლემის მოგვარებას ვთხოვ ხელისუფლებას.

მალხაზ გოგატაძე, ოზურგეთი: 

_   ყველაფერი მოსაგვარებელია, თუმცა, უმნიშვნელოვანესი დასაქმებაა.

გრიშა ჯაფარიძე, ლანჩხუთი:

_ ძალიან ბევრ ადგილზე, განსაკუთრებით სოფლებში, გზებია მოსაწესრიგებელი.

ანზორ ღვინიანიძე, ლანჩხუთი:

_ მთავარი პრობლემა, ალბათ, გზაა, რასაც ნელ-ნელა ექცევა ყურადღება.

ჟორა წილოსანი, ლანჩხუთი:

_  ბევრი პრობლემაა, რომელსაც ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან ყურადღება და მოგვარება ჭირდება.

ეთერ აფხაზავა,  ლანჩხუთი:

_  ყველაზე მეტად სოფლებში გაზიფიკაციის საკითხი გვაწუხებს. კარგი იქნება, შიდა ტრანსპორტის საკითხსაც თუ მეტად მიაქცევენ ყურადღებას.

ხასან ზოიძე, ჩოხატაური:

_  რა თქმა უნდა, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას.

ლალი გიორგაძე, ჩოხატაური:

_  გუთურში ვცხოვრობ და გაზი ჭიშკართან მაქვს მოყვანილი, თუმცა, სახლში შეყვანას ვერ ვახერხებ. ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა და ხელისუფლებას სწორედ გაზის შემოყვანაში ვთხოვ დახმარებას.

ვახტანგ თოდრია, ჩოხატაური:

_ საწვავზე ფასის შემცირებას, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება.

იური კალანდაძე, ჩოხატაური:

_ სამართლიანობას და დაცულობას. გაჭირვებულს უნდა დაეხმარონ,  დალხინებულს უნდა  დააწყებინონ  საქმე, რომ  სამუშაო ადგილები შეიქმნას.

მაყვალა ბერიძე, ჩოხატაური:

_  დოლარის კურსის დაწევას, რაც, შესაბამისად, პროდუქტებზე ფასების კლებას გამოიწვევს.

ვარგისო შათირიშვილი, ჩოხატაური:

_ მშვიდობას და კარგად ყოფნას.

თამარ ჩავლეშვილი, ოზურგეთი:

_  მე ნატანებიდან ვარ და ჩვენს სოფელში გზა საერთოდ არ ვარგა, არც წყალი გვაქვს. კარგი იქნება, კულტურასაც თუ მიაქცევენ ყურადღებას.

დინერი ნიკოლაიშვილი, ლანჩხუთი:

_  სოფელ ჭანჭათში ვცხოვრობ და იქ ჩემნაირ გაჭირვებულს ვერავის ნახავთ. შრომისუუნარო შვილი მყავს სახლში. ძალიან გვიჭირს, თუმცა, სოციალურ დახმარებას არ გვინიშნავენ. ერთადერთი თხოვნა მაქვს ხელისუფლებასთან _ დამეხმარონ, რომ მქონდეს სოციალური დახმარება და საარსებო მინიმუმი მაინც.

გიორგი წიქარიძე, ჩოხატაური:

_  უპირველესად, უნდა გამოსწორდეს სოციალური მდგომარეობა და ჩვენს რაიონს დაეტყოს ხელისუფლების მუშაობა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დაახლოებით ერთი საათის წინ ქალაქ ლანჩხუთის ნაწილს შუქის მიწოდება აღუდგა.
9 აგ­ვის­ტოს შპს "ადი­თის" ჩო­ხა­ტა­უ­რის ფი­ლი­ა­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­რი­გი აქ­ცია გა­მარ­თეს.
ყოველი წლის 1 მარტს იწყება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების
2012 წლის 26 ივლისს, ოზურგეთის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, შინაგან
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით წარმოდგენილი კომპანია "ტექნო ბუმი" ტელევიზორების
ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სომხეთში გაზის ტრანზიტზე „გაზპრომთან“ დასრულებული