საზოგადოება

ნაგავშემკრები კონტეინერებისთვის 163 854 ლარი გამოიყოფა

მარინე ჩიხლაძე  2017-01-09 16:06:48

6 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც ორი საკითხი განიხილეს.

პირველი საკითხის _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნატანების (შეკვეთილი) ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, განკარგულების მიღების თაობაზე", ირგვლივ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ისაუბრა. მან თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში უნდა გადაეცეს.

საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა დავით მჟავანაძემ საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა საკითხის ირგვლივ და იკითხა, "უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, ეს ნაკვეთები მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩენილიყო".

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ განმარტა, რომ "მოხდა შეთანხმება და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ასე უკეთესია".

საბოლოოდ, განკარგულება წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს.

დღის წესრიგის მეორე საკითხი გაცილებით აქტუალური იყო: "სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე". ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა ისაუბრა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, შესაბამისი ორგანული კანონის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენის მიზნით, უნდა მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 163 854 ლარი გადაეცეს. ხოლო ამ განკარგულების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს "სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან" სესხის აღებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 დეკემბრის #69 განკარგულება.

დეპუტატებმა, სრული შემადგენლობით, მხარი დაუჭირეს ამ განკარგულებას. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრი "ნაციონალი" დეპუტატები თავშეკავების გარეშე დაეთანხმნენ გადაწყვეტილებას, რაზეც, სხდომის ბოლოს წაიხუმრეს კიდეც _ ჩვენ ყველა კარგ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერთო.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ქალაქ ოზურგეთში ყოველწლიური საბავშვო საახალწლო კონცერტი 1 იანვარს არ ჩატარდება.
თბილისში, ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნის გამო "ყაზტრანსგაზ თბილისი" განმარტებებს აკეთებს.  აღნიშნულთან
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში  ვაშნარი-ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები
შუხუთი –ნიგოითის საზღვარზე, ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ აქცია გამართა, რომელსაც
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ და დეპუტატებმა, 17
გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში 2 ახალშობილი გარდაიცვალა.