საზოგადოება

ათასობით ლარის პრემიები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ

ჟანა მეგრელიშვილი  2017-01-09 16:08:06

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯები 10 პროცენტით უნდა შემცირებულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები "გურია ნიუსთან" აცხადებდნენ, რომ ისინი ხარჯების შემცირებას პრემიებისა და სახელფასო დანამატების არგაცემით აპირებდნენ.

"პრემია წელს არ გაგვიცია და არც მომავალშიც ვგეგმავთ", _ თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში. რამდენიმე დღის წინ კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 2016 წლის ბოლოს წინასაახალწლოდ თანამშრომლებზე პრემიის სახით სულ 157 190 ლარი დარიგდა.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა გურიის გუბერნიაში დასაქმებულ პირებსა და თანამშრომლებზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული სახელფასო დანამატების, გაცემული პრემიების და სხვა ფულადი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციით.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით 2016 წლის მარტში გაიცა 2 795 ლარი, აგვისტოში _ 525 ლარი, სექტემბერში _ 525 ლარი. სულ _ 3 895 ლარი.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებზე 2016 წლის მაისში პრემიის სახით გაიცა 23 450 ლარი.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე სხვა ფულადი ანაზღაურება არ გაცემულა".

გურიის გუბერნიიდან ოფიციალურად გვწერენ, რომ "სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული იქნა სახელფასო დანამატი 56 421 ლარის ოდენობით, გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემულია პრემია 29 430 ლარის ოდენობით, სხვა ფულადი ანაზღაურების გაცემას ადგილი არ ჰქონია".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნავენ, რომ სახელფასო დანამატები არ გაცემულა, 2016 წელს ფულადი ჯილდო გადაეცა 14 ქალბატონს, თითოეულს _ 125 ლარის ოდენობით, 2016 წლის დეკემბერში, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისა, წინასაახალწლოდ პრემია გაიცა თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე, თითოეულზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელმაც ჯამში 31 930 ლარი შეადგინა.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წელს მარტში პრემიის სახით თანამშრომელ ქალბატონებზე გაიცა 8 000 ლარი, ივლისში მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიებისთვის 19 680 ლარი გასცა, აგვისტოში _ 144 807, 39 ლარი. 2016 წლის დეკემბრის ბოლოსაც გაიცა პრემია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, პრემია არ მიუღიათ გამგებელს _ მერაბ ჭანუყვაძეს და მოადგილეებს: ბადრი გობრონიძეს, არჩილ ყაზაიშვილს და გიორგი ღურჯუმელიძეს.

პრემიები დაურიგდა 178 თანამშრომელს, რომლის ჯამმაც 125 260 ლარი შეადგინა.

წინასაახალწლოდ პრემიები არ დარიგებულა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

აუდიტის სამსახურის უფროსი ნინო ლომჯარია, რომელმაც გასულ წელს შესაბამისი ანგარიშიც გამოაქვეყნა, აღნიშნული საკითხის სათანადო კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს:

"საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში საო-ს მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნები ცხადყოფს, რომ მართალია, პრემიების გაცემა შემცირდა, თუმცა, საგრძნობლად მოიმატა სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკამ. აუდიტის მიმდინარეობის დროს, მეტწილად საბიუჯეტო უწყებები ვერ ასაბუთებენ სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძველს. ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები, ხშირ შემთხვევაში, გაიცემა არა მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო მუხლიდან, არამედ სხვა საბიუჯეტო მუხლებიდანაც. წარმოგიდგენთ მცირე ამონარიდებს საო-ს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშიდან: "2015 წელს, წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა, რაც განპირობებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 ივლისს მიღებული #449 დადგენილებით _ "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"... თუმცა, აღნიშნულის პარალელურად, გაიზარდა დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს "პრემიისა" და "დანამატის" მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ 4.9%-ით (14,133 ათასი ლარით) გადააჭარბა 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს"... "შრომის ანაზღაურების" მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას და არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ხდება არა მხოლოდ "შრომის ანაზღაურების", არამედ "სუბსიდიებისა" და "სხვა ხარჯების" მუხლიდანაც, საიდანაც 2015 წელს ამ მიმართულებით ათვისებულმა თანხამ 46,205 ათასი ლარი შეადგინა", _ აღნიშნავს აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ლომჯარია.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ბრიტანული მასმედიის მტკიცებით ლონდონის სიმბოლო ბიგ-ბენის საათის კოშკი უკვე ნახევარი
ზემო ფარცხმის საარჩევნო უბანი (ჩოხატაურის ოლქი) "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნინო
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
იპოთეკით დაზარალებულების აქცია პარლამენტთან ისევ გრძელდება. დაზარალებულთა ნაწილი უკვე
სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში,
არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN-ის ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტების ჯგუფი