პოლიტიკა

"ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები" _ გიგი უგულავა

  2017-01-09 17:00:41

ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა მისი ქცევები, _ ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

”მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა. ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში, _ განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს მხოლოდ მოკითხვითი ხასიათის კომუნიკაცია იყო.

”მიშასთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ტელეფონით საუბარი რაიმე თემაზე ძნელია. ეს იყო მხოლოდ მოკითხვითი ხასიათის, ადამიანური კომუნიკაცია", _ აღნიშნა უგულავამ. 

უგულავას თქმით, პარტიაში კრიზისია და თუ კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებენ, უმჯობესია ცივილურად დაიშალოს.

პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ, 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”, _ აღნიშნა უგულავამ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერი
ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ კოალიცია "ქართულ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პრემიერ-მინისტრის
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ოზურგეთში წინასაარჩევნო შეხვედრებში
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სიღარიბე და
 საქართველოს პირველი პირი სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსს ვეღარ დანიშნავს. ახლა