სამართალი

რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

  2017-01-09 22:59:24

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძის მიმართ აღვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელა და მას 5000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, _ ამის შესახებ განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"რატი გაჩეჩილაძეს 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო  სხდომის კოლეგიამ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ რატი გ.ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა  გირაო - 5 000 ათასი ლარი. ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით,  ვინაიდან რატი გ.  საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს  ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა,
რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან  საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

საქმე ეხება  2017 წლის  7 იანვარს, რესტორან „დაინინ რუმში“  პირადი მოტივით ჩადენილ ცემის ფაქტს.

სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით,  მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი.  შესაბამისად,  გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის   20 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია განცხადებაში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში
უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე დავით ბედიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს _ ბედია,
შესაძლოა, თუ არა გიგი უგულავას და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ,
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზვიად კვაჭანტირაძის
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის მსჯავრდებული
თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 1965