პოლიტიკა

"არჩილ თალაკვაძე არჩევნების გამყალბებელია" _ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ჟანა მეგრელიშვილი  2017-01-10 12:25:06

ამ წუთებში, ხმაურით მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველი სხდომა, სადაც ერთმანეთს დეპუტატები _ გოჩა ზიმისტარაშვილი ნანული ორაგველიძეს შეურაცხმყოფელის სიტყვებით მიმართა. კოლეგას მედეა მახარობლიძე გამოესარჩლა.

დაპირისპირების მიზეზი სხდომაზე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროს ახალი უფროსის ლაშა ჭელიძის გამოჩენა იყო.

ძიმისტარაშვილმა ჭელიძის დანახვისთანავე თალაკვაძის გაკრიტიკება და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, რასაც დეპუტატების რეპლიკა მოჰყვა:

_ შეხედეთ რა დღეშია. სხდომა ჯერ არ დაწყებულა და ამან დაიწყო, ამბობდნენ დეპუტატები.

ძიმისტარაშვილი კი არ ცხრებოდა და ისევ მიმართავდა ორაგველიძეს: 

_ დასაჭერი ხარ, გასაგდები ხარ, თხასავით გაყიდე პარტია, არჩილ თალაკვაძე არჩევნების გამყალბებელია, 50 ლარად იყიდეთ არჩევნები, _ მიმართავდა დამოუკიდებელი დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი ნანული ორაგველიძეს, რომელიც საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა.

ძიმისტარაშვილს სხდომის დატოვებისკენ საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მოუწოდა, თუმცა, დეპუტატი გამოსვლას აგრძელებს და სხდომა, სადაც ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ, ჯერჯერობით, ერთმანეთის შეურაცხმყოფელი განცხადებებით გრძელდება.



საკადრო წმენდა, ქუთაისის მერიაში, პოლიტიკური ნიშნით თუ დამსახურებულად, გრძელდება. ქალაქის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნებში მონაწილე პარტიების შემოწირულებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.  პარტიების
ქვეყანაში გუშინ და დღეს განვითარებულ მოვლენებს, "გურია ნიუსთან" "ერთიანი ნაციონალური
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ჩოხატაურელი გოჩა ჯიქია "ქართული
7-8 აგვისტოს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მორატორიუმი გამოაცხადა და წინასაარჩევნო შეხვედრები
22 ივლისს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის