ზაფრანი

საფესტივალო სკანდალები

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-10 14:47:34

ნებისმიერი კინოფესტივალი ახალი ფილმების შეფასებისა და მრავალი კოლეგის თავშეყრის ადგილია. თითოეული პრესტიჟული კინოდათვალიერების მუდმივი შემადგენელი ატრიბუტი მასთან დაკავშირებული სკანდალებია. მიღებულია აზრიც, რომ თუ ფესტივალზე რაიმე “საგანგებო” ფაქტი არ დაფიქსირდა, მას აუცილებლად გამოიგონებენ.

1997 წელს მსახიობმა მილა იოვოვიჩმა მთელი კანი გააგიჟა თავისი ზედმეტად შალიფი ჩაცმულობით. თუმცა, ის მაინც გაცილებით მოკრძალებული იყო პორნოვარსკვლავ ჩიჩოლინასთან შედარებით, რომელიც 1988 წელს ამავე ფესტივალის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა. ტანსაცმლიდან ქალს მხოლოდ გამჭვირვალე ქვედაკაბა ემოსა, ხელში კი ვარდისფერი პლუშის დათუნია ეკავა.

2005 წელს კანის ფესტივალზე მომუშავე ფოტორეპორტიორებს საჩუქარი სოფი მარსომ გაუკეთა. როდესაც მსახიობი წითელ ხალიჩაზე მიაბიჯებდა, აბრეშუმის კაბის ბრეტელი მხარზე ჩამოუვარდა და მარცხენა მკერდი გაუშიშვლდა. სოფის ამის გამო უხერხულობა სულაც არ განუცდია, ბრეტელი გაისწორა და მხიარულად გაიცინა.

მრავალი ცნობილი მსახიობი ხშირად ერთგვარ კურიოზულ მდგომარეობაშიც აღმოჩენილა. მაგალითად, ცნობილი ამერიკელი მსახიობი კერკ დუგლასი. ეს უკანასკნელი კანის ფესტივალის ხშირი სტუმარი იყო. ერთხელ ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ზღვაზე გასეირნება მოინდომა. ალბათ, იგი ფილმების მოყვარული ნამდვილად არ იყო,ამიტომაც ვერ იცნო სანაპიროზე უსაქმოდ მოსეირნე კერკ დუგლასი.

ლეგენდარული „სპარტაკი“ დაქირავებულ მეზღვაურად მიიღო და სთხოვა, დახმარებოდა წყალში ნავის შეცურებაში. დუგლასს იმხანად ფინანსური კრიზისის პერიოდი ედგა და წინადადებასაც დიდი სიხარულით დათანხმდა. რასაკვირველია, ჯილდოდ უხვი გასამრჯელოც მიიღო. რაოდენ დიდი იყო პოლიტიკოსის განცვიფრება, როდესაც იმავე საღამოს, მისთვის წარდგენილ ჰოლივუდელ მსახიობთა ჯგუფში ნაცნობი მეზღვაური აღმოაჩინა.
1964 წლის კანის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟან-პოლ ბელმონდო იყო. მას უკან დასდევდა თაყვანისმცემელთა დიდი ლაშქარი. ერთმა მათგანმა მსახიობს საფულე მოპარა.

1968 წელს ჩაიშალა კანის კინოფესტივალი. ამისი მიზეზი კი ფრანგი ახალგაზრდობის რევოლუცია აღმოჩნდა. ცნობილი რეჟისორები ლუი მალი (ჟიურის თავმჯდომარე), რომან პოლანსკი, კლოდ ლელუში, ფრანსუა ტრიუფო და ჟან-ლიუკ გოდარი წინადადებით გამოვიდნენ, სტუდენტებისა და გაფიცული მუშებისათვის სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად, უარი ეთქვათ კინოფორუმის ჩატარებაზე.

ამ საქმეში წვლილი თავად მსახიობებმაც შეიტანეს. მაგალითად, კარლოს საურამ და ჯერალდინ ჩაპლინმა პირადად ჩაშალეს თავიანთი ფილმის “პიტნის კოქტეილის” ჩვენება. ისინი ფარდას ჩამოეკიდნენ და არ მისცეს გახსნის საშუალება. რასაკვირველია, ეს ფესტივალი ჩაიშალა.

მრავალი კინორეჟისორი და მსახიობი ამა თუ იმ კინოდათვალიერების მსვლელობისას გაუთავებელი ლოთობით იქცევდა ყურადღებას. ერთ-ერთი ასეთი “საგმირო” ქმედებით 1990 წლის კანის ფესტივალზე გამოიჩინა თავი რუსმა კინორეჟისორმა ვიტალი კანევსკიმ. მას იმ წელს საუკეთესო დებიუტისათვის განკუთვნილი “ოქროს კამერაც” კი გადაეცა ფილმისათვის “ გაქვავდი, მოკვდი, კვლავ აღსდექ”. მაგრამ კანევსკიმ კანში სახელი გაითქვა არა მარტო გამარჯვებით, არამედ გაუთავებელი ლოთობითაც მეზღვაურებთან და ნავსადგურის მუშებთან. პოლიცია, რომელმაც მთვრალი დებოშისათვის დააკავა უცხოელი, დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ ეს უკანასკნელი კინორეჟისორი იყო, რომლის სურათმაც კონკურსში ერთ-ერთი პრიზი დაიმსახურა.

მაგრამ კვლავ მსახიობებს დავუბრუნდეთ. 1988 წლის კანის ფესტივალზე, იტალიური პარლამენტის წევრი და უკვე ყოფილი პორნოვარსკვლავი ჩიჩოლინა კანის კიბეზე გამოჩნდა ეგრეთ წოდებულ “ტანსაცმელში”, რომელიც შედგებოდა ორი ლენტისაგან მკერდზე და გამჭვირვალე მატერიისგან ფეხებს შორის. ეს პაპარაცებისათვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა.

2004 წლის ფესტივალი მსახიობი მონიკა ბელუჩის ოჯახურ სკანდალს დაემთხვა. კინოდათვალიერებაზე ქალბატონი მონიკა და მისი მეუღლე, ვენსან კასელი ცალ-ცალკე მიბრძანდნენ. ვარსკვლავური ცოლ-ქმარი სხვადასხვა სასტუმროებში ცხოვრობდნენ და მაღალი საზოგადოების ღონისძიებებზე ერთმანეთს სრულ იგნორირებას უკეთებდნენ. საინტერესოა, რომ იმ წელს, ვენსანი ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ და მისი გახსნის ცერემონიის გაძღოლაც დაევალა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ცოტა ხნის წინ ევროპელებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ბრიტანელები ყველაზე
ამერიკული გაზეთის "The Washington Times" ცნობით, კენიელი იურისტი ფელიქს კიპრონო
დაფნა ცნობილია როგორც სამოთხის ყვავილი. იზრდება 1.5 მეტრი სიმაღლის. დასამახსოვრებელია თავისი
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქოქოსი უებარი წამალია. მისი ზეთი ტვინს კვებავს
ლარისა რიკელმე პარაგვაელი მოდელია და გარდა იმისა, რომ პოდიუმზე დანარნარებს,
ნიუ-იორკში, ტაიმ-სკვერზე, უკვე მესამე წელია, ახალი საშობაო ტრადიცია დამკვიდრდა. უახლოეს დღეებში