ზაფრანი

ჰარისონ ფორდის ახალი აღიარება

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-10 14:54:18

რამდენიმე თვის წინ აშშ-ში ახალი პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი აირჩიეს.
ცოტა ხნის წინ კი ამერიკელმა კინოს მოყვარულებმა უკვე საკუთარი პრეზიდენტი აირჩიეს იმ მსახიობებში, რომლებსაც ოდესმე თეთრი სახლის მეთაურის როლი უთამაშია.

გამოკითხულთა 24 პროცენტის აზრით ცნობილი მსახიობი ჰარისონ ფორდი კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა. ფორდმა მთავარი როლი ითამაშა 1997 წელს შექმნილ სურათში “პრეზიდენტის თვითმფრინავი”. კენჭისყრის შედეგად მან თანამემამულეთა 24 პროცენტი დააგროვა.

მეორე პოზიცია დაიკავა ჰარისონ ფორდის მუქკანიანმა კოლეგამ მორგან ფრიმენმა. მან სახელმწიფოს მეთაური განასახიერა 1998 წელს გადაღებულ ფილმში “უფსკრულთან შეჯახება”. შავკანიან კანდიდატს თავისი ხმა მიაკუთვნა მაყურებელთა 16-მა პროცენტმა.

საპატიო მესამე ადგილი მაიკლ დუგლასმა დაიმსახურა, რომანტიკულ კომედიაში “ამერიკის პრეზიდენტი”. მსახიობმა გამოკითხულთა 15 პროცენტი მიიღო.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს ჯონ ტრავოლტას ერთი გატაცება გააჩნია,
მდიდარ ამერიკელებს მომავალი შვილების გარეგნობის შერჩევა შეეძლებათ. ამის შესახებ ნიუ-იორკის კლინიკაში
სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ 2016 წელს ყველაზე ბედნიერ ადამიანებად დანიისა და
საკუთარ თავთან ლაპარაკი და აზრების ხმამაღლა წარმოთქმა, ასევე, პერიოდულად პრობლემების
იყო დრო როდესაც რუსი და ქართველი ხელოვნების მოღვაწეები ერთმანეთთან ახლო
იმისთვის, რომ გქონდეთ ხშირი, ლამაზი და ბზინვარე თმა, თავიდან აიცილოთ