პოლიტიკა

"ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება"

  2017-01-10 18:22:38

ფარული მოსმენების თემაზე სპეციალური კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არასამთავრომო ორგანიზაციებისმ ძალოვანი და საგამომძიებო უწყებების წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაესწრნენ. ვის უნდა ჩაბარდეს ე.წ. მოსმენების გასაღები მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში სისტემაზე კონტროლს ახორციელებს ხელისუფლება.

„ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს არის თითქმის ყველა იმ ვარიანტში , იმ ქვეყნებში რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ. მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია მოხდა შეხედულებების თანხვედრა, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ერთის მხრივ ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ სახელმწიფოს უსაფრთხოება“, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა.



"თავისუფალი საქართველო" მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას აფხაზეთის საკითხზე კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით
"როგორი ბარიერებიც არ უნდა შეგვიქმნან, ჩვენ 17 ივნისს მაინც ჩავალთ
საქართველოს ჟურნალისტური ქარტია არჩევნების დღეს ყურადღებით ადევნებდა თვალს მედიის მუშაობას.
თბილისის #6 საარჩევნო ოლქის 53-ე უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.
გასულ კვირას მედიასახლ "გურია ნიუსის" ინტერნეტ ტელევიზიის GNews TV-ის გადაცემის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, პირველადი