საზოგადოება

დააკავებენ თუ არა "გირჩის" წევრებს _ ჯაფარიძის პირველი კომენტარი

  2017-01-11 12:31:23

"გირჩის" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დააკავებენ თუ არა მას დღეს, ჯერჯერობით არ იცის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც ამ წუთებში "გირჩის" ოფისში არიან.

ჯაფარიძის თქმით, ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ექსპერტები იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ოფისი ყველა პირს დაატოვებინეს.

"დღეს დილით მოვიდა 3 გამომძიებელი, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდა მოსულიყვნენ ექსპერტები საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. მოგვიანებით მოვიდნენ ექსპერტებიც, რომლებიც ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. პრინციპში, აქ გამოსაძიებელიც არაფერია. ყველაფერი არის საჯარო. ერთადერთი რაც უნდა გაირკვეს, არის თუ არა ნამდვილად მარიხუანა ქოთნებში, რაც ნამდვილად არის. სულ 80 ქოთანია აქედან 800 ძირია ამოსული", _ ღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა: არ ვიცი რას გადაწყვეტენ დაკავებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი 31 დეკემბერს დათესა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ მაშინ განაცხადა, "გირჩმა" ახალ ხელისუფლებას ულტიმატუმი თვე ნახევრის წინ წაუყენა და სთხოვა, რომ ახალ წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეეცვალა, კერძოდ კი, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია, თუმცა "ხელისუფლებამ ცვლილებები არ გაატარა და არც აპირებენ".

მარიხუანას კულტივირებით პარტიის წევრებმა და სხვა მსურველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი დაარღვიეს, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


2014 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბავშვთა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეხმაურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
ამ წუთებში ვაკეში ლომის ბოკვერის დაჭერას ცდილობენ. ლომის ბოკვერი თავდაპირველად
ლანჩხუთში წლის  პირველი ახალშობილები ტყუპი ქალბატონები გახდნენ, რომლებიც  ხუთ იანვარს
საქართველოს ქალაქებში გრძელდება “მწნილისა და მურაბის“ ფესტივალი. ამჯერად, ფესტივალი ოზურგეთში