ფინანსები

საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს _ მსოფლიო ბანკი

  2017-01-11 12:51:30

ეკონომიკური პორტალი bpn.ge მსოფლიო ბანკის პროგნოზს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს.

bpn.ge-ს ცნობით, ბანკის ახალი ანგარიშის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5,0%-მდე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა _ ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის. ბანკის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს.

ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,8% უნდა ყოფილიყო, 2018 წლისთვის კი 3%.

„2008-2009 წლების ღრმა რეცესიის შემდეგ, 2016 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი იყო“, _ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ცხრა თვის შემოსულობების გეგმა 3 756,
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ,
ჭიათურის მუნიციპალიტეტში წელს 2 682 300 ლარის ღირებულების პროექტები უკვე
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი პუნქტი დაადგინა. დოლართან მიმართებაში საქართველოს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 17 ოქტომბერს შედგა, ერთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ორი ბინის მფლობელია.