სამართალი

შსს-მ პრემიერის დავალების შესრულება დაიწყო

  2017-01-11 13:46:08

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალება მიღებულია და შსს-მ მუშაობა უკვე დაიწყო. 

ამის შესახებ ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ მუშაობის შედეგები საჯარო გახდება.

"მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ ამ მუშაობის შედეგებს თუ რა კეთდება, რა გაკეთდა დავალების შესაბამისად და ეს საჯაროდ გახდება ცნობილი თქვენთვის", _განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა.

პრემიერის თქმით, "იქ ხდება ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში".

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


შს მინისტრის მოადგილის,  შალვა ხუციშვილის განცხადებით, ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური
როგორც ჩვენი წყარო გვაუწყებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი
საზოგადოებისა და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდებულ გიგი უგულავას თანამდებობიდან
მთავრობის ინიციატივით პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის თაობაზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოების სამსახურების
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო  არჩევნების დროს სხვადასხვა
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი ვასილ ხომერიკი და აღნიშნული