მსოფლიო

ჩინეთის ავიამზიდმა ტაივანის სრუტე გადაკვეთა

რუსა ოქრუაშვილი  2017-01-11 14:07:18

ჩინეთის ავიამზიდმა დაძაბულობის ფონზე ტაივანის სრუტე გადაკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ავიამზიდი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებიდან ბრუნდებოდა.

მინისტრის განცხადებით, ხომალდი ტაივანის წყლებში არ შესულა, მაგრამ საჰაერო სივრცის ზონა დაარღვია.

როგორც ცნობილია, ეს არის უახლესი ესკალაცია ორ მეზობელს შორის არსებულ დაძაბულობის ფონზე, რის გამოც, ტაივანის ხელისუფლება საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ჩენ ჩუნგ-ჩის განცხადებით, მომხდარის საპასუხოდ, ტაივანმა სრუტის მასშტაბით 160 კილომეტრის რადიუსზე სათვალთვალოდ თვითვმფრივანები და კატარღა გაუშვა.

როგორც ცნობილია, ჩინეთი მიიჩნევს, რომ ტაივანის თვითმმართველობას ტერიტორიის ნაწილის ძალით დაბრუნება სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაძაბულობამ, მას შემდეგ იმატა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხანგრძლივი დიპლომატიური პროტოკოლი დაარღვია და ტაივანის პრეზიდენტისგან, ცაი ინგ-ვენისგან მისალოც სატელეფონო ზარს უპასუხა.

ტაივანის საქმეთა საბჭოს უფროსის, ჩანგ ჰსიაო-იუეჰის განცხადებით, ხელისუფლება ჩინეთის ქმედებებზე მონიტორინგს ახორციელებს და სიმშვიდეს ინარჩუნებს.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მთავრობას აქვს საკმარისი შესაძლებლობა დაიცვას ეროვნული უსაფრთხოება. არ არის აუცილებელი ზედმეტი პანიკა. მეორე მხრივ, მუქარა არ წაადგება საზღვრის მიღმა კავშირებს. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას ორმხრივი ურთიერთგაგება,"_განაცხადა მან.

მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთი ტაივანის ახლოს სამხედრო წრთვნებს გაზრდილი რაოდენობით ატარებს, რაც ასევე ურთიერთობაში გაურკვევლობის დონეს ზრდის.

როგორც ცნობილია, დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია ასევე ტაივანის პრეზიდენტის ვიზიტმა ცენტრალურ ამერიკაში, სადაც ის პეკინში გამართული საპროტესტო აქციის მიუხედავად ოფიციალურ პირებს შეხვდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


 საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს
ბრაზილიაში სავარაუდოდ თანამედროვე გველის წინაპარი 4 ფეხიანი რეპტილია აღმოაჩინეს. BBC- ის
ლეონარდო და ვინჩი (1452-1519) ძნელია იმის თქმა, როგორ შევიდა ის ისტორიაში.
CNN-ის ინფორმაციით, 2016 წლის ოლიმპიადაზე შესაძლოა ბევრი თავისუფალი ადგილი იყოს. მაუწყებლის
შვეიცარიაში, ალპების ქვეშ მსოფლიოს ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა. აღნიშნულ
THE GUARDIAN მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს,