მთავარი თემა

რა ქონებას ფლობს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი

თამთა კაკაურიძე  2017-01-11 14:33:42

7 ბინა, 3 მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ავტომობილი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის საკუთრებაშია.

როგორც ნინო წილოსანის 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის 100%-იან საკუთრებაშია თბილისში მდებარე 5 ბინა.

კერძოდ, მოსაშვილის ქუჩაზე (124,70 კვ.მ-ის ფართობი); მ. თამარაშვილის ქუჩაზე (224,70 კვ.მ-ის ფართობი); დაბა წყნეთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 60,00 კვ.მ-ის ფართობის; ბალანჩივაძის ქუჩაზე, 72,40 კვ.მ-ის ფართობის და რუსთაველის გამზირზე 40, 59,00 კვ.მ.-ის ფართობის ბინები.

გარდა ამისა, ნინო წილოსანი ფლობს ოზურგეთში, დაბა ურეკში მდებარე 440,00 კვ.მ-ის ფართობისა და მცხეთაში, გმირის ქუჩაზე  მდებარე 94,55 კვ.მ-ის ფართობის ბინებს.

მის საკუთრებაშია ასევე, მცხეთაში, სოფელ საგურამოში, ი.ჭავჭავაძის მუზეუმის მიმდებარედ, 1175,00 კვ.მის ფართობის, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 15,07 კვ.მ-ის ფართობისა და ოზურგეთში, დაბა ურეკში მდებარე 440,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთები.

ასევე, წილოსანი 33%-ინი წილის მფლობელია თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე  60,91 კვ.მ-ისა და არასაცხოვრებელი ფართის. ხოლო თბილისში, ც.დადიანის ქუჩაზე მდებარე 82,90 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართის 27,63%-ია წილს ფლობს. ორივე არასაცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეები არიან ლელა მეტრეველი და პლატონ რატიანი.

ნინო წილოსანის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა BMW X 5, რომლის გამოშვების წელიც დეკლარაციაში მითითებული არ არის.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2016 წელს, ჯამში, წილოსანის ოჯახმა სხვადასხვა სამსახურიდან, 74 009,22 ლარის შემოსავალი მიიღო. გარდა ამისა, ოჯახს შემოსავლები აქვს მიღებული სხვადასხვა შპს-დანაც.

კერძოდ, ნინო წილოსანი 13 შპს-ს პარტნიორია: შპს მკურნალი -  2004 წლიდან დღემდე; შპს „ქონსელერ პრივატი“ - 2011 წლიდან დღემდე; „შპს „აიპროფიტი“ - 2012 წლიდან დღემდე; შპს „ტრიდე ჯგუფი“ - 2013 წლიდან დღემდე; შპს „ჯი თრეველი“  - 2013 წლიდან დღემდე; შპს
„ენ-დუო-კონცეპტი“  - 2013 წლიდან დღემდე; შპს „აითრეველი“ - 2013 წლიდან დღემდე; შპს „ლეგიონი“- 2013 წლიდან დღემდე; შპს „ბინ თრეიდინგი“  - 2014 წლიდან დღემდე; შპს „რეტრო 77“  - 2015 წლიდან დღემდე; შპს „აგროპროდუქტი“  - 2015 წლიდან დღემდე; S.R.O Almitrans ჩეხეთი - 2010 წლიდან დღემდე; U.S TRADING COMPANY (აშშ 1 Tameron place, Rosedale, MD 21237 – 2007 წლიდან დღემდე);

 აქედან შემოსავალი 3 შპს-დან აქვს მიღებული - შპს „მკურნალი 2002“-დან 36000,00 ლარის ოდენობით; შპს „ქონსელერ პრივატი“-დან 5789,00 ლარის ოდენობით ხოლო შპს „აიპროფიტი“-დან 100848,00 ლარი.

რაც შეეხება ნინო წილოსანის მეუღლეს, ვლადიმერ აბულაძეს, დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ  ის 8 შპს-ს პარტნიორია. კერძოდ - შპს „ბილდინკო“-ს პარტნიორია 2009 წლიდან; შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2005 წლიდან დღემდე; U.S TRADING COMPANY-ის პარტნიორი 2007 წლიდან დღემდე (აშშ 1 Tameron place, Rosedale, MD 212370);  S.R.O Almitrans-ის პარტნიორი - 2010 წლიდან დღემდე; სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ ფინანსური დირექტორი - 1999 წლიდან დღემდე; შპს „ნათ ექსპორტი“-ს დირექტორი 2005 წლიდან დღემდე; შპს „შულავერის არამადნეული მასალების ქარხანა 10“-ის დირექტორი და პარტნიორია 2010 წლიდან დღემდე; ხოლო შპს „ვაგონტესტი“-ს პარტნიორი 2009 წლიდან დღემდე.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული რომ ვლადიმერ აბულაძეს ამ შპს-დან რაიმე შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნინო წილოსანმა ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 22297,72 ლარი მიიღო; მკურნალი 2002-ის ფინანსური კონსულტანტის თანამდებობიდან -  33000 ლარი; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობიდან 8900 ლარი; საქართველოს პარლამენტი პარლამენტის წევრობისთვის კი -  3699 ლარი; რაც შეეხება ვლადიმერ აბულაძეს ვაგონმშენებელი კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თანამდებობიდან  6112,50 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ წილოსანის ოჯახმა გასულ წელს სხვა შემოსავლებიც მიიღო. კერძოდ, ნინო წილოსანმა ფართის იჯარით გაცემისთვის 1500 დოლარის შემოსავალი მიიღო; სხვა ფართების იჯარით გაცემისთვის ასევე მიღებული აქვს 34703,00 და 3110,00 ლარის შემოსავლები.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო წილოსანის მიმდინარე ანგარიშზე თი–ბი–სი ბანკში  1418,69 ლარი იყო, ხოლო საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 3347,90 ლარი. გარდა ამისა, ნინო წილოსანს ნაღდი ფულის სახით  17000,00 ლარი ჰქონდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წილოსანის მეუღლის, ვლადიმერ აბულაძის საკუთრებაშია 1242 ფასიანი ქაღალდია, რომლის ნომინალი 1,46 დოლარია.

რაც შეეხება დეპუტატის ოჯახის გასავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს იპოთეკური სესხის დასაფარად გასულ წელს 18662,00 დოლარი გადაუხდია.

ქველმოქმედებისთვის 14326,00 ლარი დაუხარჯავს; ხოლო სწავლის გადასახადისთვის 22000,00 ლარი და 10000,00 დოლარი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე საათის წინ, საკუთარ
ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი
თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს გარკვეული პოლიტიკური ძალების  მხრიდან სასამართლოს
"ერთპიროვნულობის მოყვარული არ არის, რადგან მთავრობაში მოსვლის შემდეგ გამოვიდა წინადადებით,
სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ოზურგეთის ყოფილ გამგებელს, გიორგი ტაკიძესა და პროკურატურას
გასული წლის ბოლოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის მიერ,