საზოგადოება

რომელ კომპანიებს შეამოწმებს სემეკი 2017 წელს

  2017-01-11 16:08:59

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მომსახურების ხარისხის შემოწმებას იწყებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკის საზოგადოებსთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

კომისიის ინიციატივით, „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში 11 იანვრიდან კომპანიების მომსახურების ცენტრებში შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.

"მისტიური მომხმარებლის" პროექტს განახორციელებს სატენდერო პირობებით შერჩეული კომპანია. პროექტის ფარგლებში მოხდება კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული ისეთი მომსახურებების შემოწმება, როგორიცაა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, მრიცხველის შემოწმების მოთხოვნა, ქსელზე შეჭრისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობის მოთხოვნა; აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის გაყოფა, საჩივარზე რეაგირება და სხვა. ასევე, შემოწმდება ქოლ-ცენტრის მომსახურება, ქვითარი (ბეჭდური და ელექტრონული) და მასთან დაკავშირებული პროცესები, კომპანიების ოფიციალური ვებ გვერდები და მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმირების პროცესი.

„მისტიური მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 21 მსხვილი და საშუალო კომპანია შემოწმდება.

კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება:

  1. სს „თელასი“;

  2. სს „ენერგო პრო ჯორჯია“;

  3. სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“;

  4. შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“;

  5. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“;

  6. შპს „საქორგგაზი“;

  7. შპს ,,ჩირაღდანი -XXI საუკუნე“;

  8. შპს „ვარკეთილაირი“;

  9. შპს „ტაბა“;

  10. შპს „ყამარი მ“;

  11. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;

  12. შპს „ინტერ გაზი“;

  13. შპს „აკრიანი 2006-ი“;

  14. შპს „გასკო+“;

  15. შპს „დიდი დიღომი“

  16. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;

  17. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;

  18. შპს „ბათუმის წყალი“;

  19. შპს „რუსთავის წყალი“;

  20. შპს „ქობულეთის წყალი“;

  21. შპს „მცხეთის წყალი“, _ აღნიშნავენ სემეკში. 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც
ოზურგეთის ყოფილ აგრარულ ბაზარში მომუშავეებს, სადაც მოვაჭრეთა ნაწილი დღემდე რჩება
დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა "საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში  23 წლის ახალგაზრდა
საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გადაწყვეტილების მიღების
ქობულეთის № 2 საჯარო სკოლის მე- 7-8-ე კლასის მოსწავლეების მოწამვლის