მსოფლიო

საფრანგეთის პოლიციამ კარდიშიანის მძღოლი ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლა

რუსა ოქრუაშვილი  2017-01-11 16:15:17

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ, კიმ კარდიშიანის დაყაჩაღების საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული 3 პირი, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა.

როგორც ცნობილია, გათავისუფლებულ 3 პირს შორის არის მაიკლ მადარი, რომელიც პარიზში, მსახიობის პირადი მძღოლი იყო, ხოლო მის ძმას სამართალდამცავები ჯერ კიდევ კითხავენ.

როგორც ცნობილია, ფრანგმა სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით ორშაბათს კოორდინირებული რეიდების შედეგად 17 ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენი და მოდელი, კიმ კარდიშიანი, შეიარაღებულმა პირებმა, პარიზში, სასტუმროს ნომერში დააყაჩაღეს.

როგორც ცნობილია, მძარცველებმა 9 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს, მათ შორის, ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 4 მილიონ ევროს აღწევს.

ამავე თემაზე:

კიმ კარდიშიანი დააყაჩაღეს

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სა და „ვაშინგტონ პოსტის“ ერთობლივი გამოკითხვებით, აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ჯერჯერობით, რთულია ვივარაუდოთ, როგორ წარიმართება
ადამიანმა პირველად შეძლო, ჩაეხედა სამყაროს ყველაზე ადრეულ "ბავშვობაში", ამ სიტყვის
საერთაშორისო არქიტექტორებისა და მეცნიერების გუნდმა გიზის პირამიდებში სკანირების შედეგად თერმული
თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით რეფერენდუმი შესაძლებელია გაზაფხულზე ჩატარდეს. აღნიშნულ
ცოტა ხნის წინ გავლენიანმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანდი ტაიმსმა" აღნიშნა, რომ