მსოფლიო

ბოსნია კოსოვოს ნაცვლად, 1995 წელი 1999 წლის ნაცვლად _ ფოტომანიპულაცია

  2017-01-11 16:48:10

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება, მორიგ კვლევას აქვეყნებს _ 9 იანვარს „პოლიტიკანოს" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტომანიპულაცია, რომელსაც ახლდა წარწერა, თითქოს იგი 1999 წელს სერბეთში ნატოს მიერ განხორციელებულ დაბომბვის შედეგებს ასახავდა.რეალურად ფოტოზე გამოსახულია არა 1999 წელს კოსოვოში განვითარებული მოვლენები, არამედ 1995 წელს ბოსნიაში სარაევოს ალყის დროს სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ მარკალეს ბაზრობის დაბომბვა.

ფაქტი #1: Reuters-ფოტო 1995 წლის 28 აგვისტოს მარკალეს ბაზართან მომხდარი აფეთქებას ასახავს
Politicano-ს მიერ გამოყენებული ფოტო Reuters-ის ფოტოგრაფ პიტერ ენდრიუსის მიერ 1995 წლის 28 აგვისტოსაა გადაღებული (იხ. Reuters -ის არქივი) და სარაევოში მარკალეს ბაზართან მომხდარ აფეთქებას ასახავს, რომელსაც 38 ადამიანი შეეწირა.

აფეთქება სარაევოს ალყის დროს ბოსნია და ჰერცოგოვინის რესპუბლიკასა და სერბთა რესპუბლიკის არმიას შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფარგლებში მოხდა. 1999 წელს გაეროს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჭურვები სარაევოს დასავლეთიდან, ლუკავიცადან იყო ნასროლი, რომელიც იმ დროისთვის ბოსნიელ სერბებს ეკავათ.
ფაქტი #2: ნატოს ინტერვენცია კოსოვოს ომში 1999 წლის 23 მარტს დაიწყო. სურათზე გამოსახული მარკალეს ბაზრის აფეთქება კი 1995 წელს ბოსნიის ომის დროს მოხდა.
ფაქტი #3: ნატო ბოსნიის კონფლიქტში გაეროს ძალებთან ერთად 1995 წლის 30 აგვისტოს ჩაერთო. მარკალეს ბაზრის მოვლენების შემდეგ, 30 აგვისტოს ნატომ წამოიწყო საჰაერო კამპანია (Operation Deliberate Force) გაეროსთან (UNPROFOR) თანამშრომლობით ბოსნიელი სერბების წინააღმდეგ. საჰაერო ოპერაცია 2,5 კვირა გაგრძელდა და ბოსნიის ომის დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბოსნიის ომი 1995 წლის 21 ნოემბერს დეიტონის შეთანხმებით დასრულდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მისი ათდღიანი გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ხმების
ფრანგ ახალგაზრდებში ახალი მოდა გამოჩნდა: ისინი თვალებში ალკოჰოლს ისხამენ და
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა პირველი განცხადება გააკეთა. მან
პაკისტანში სამგზავრო ექსპრეს მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS
ტუნისში,  ერთ-ერთმა სამხედრომ  7 კოლეგა მოკლა, 10 დაჭრილიდან კი ერთი
სამხრეთ კორეაში, ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ქარხანა აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. CNN-ის