ზაფრანი

გონების ვარჯიში ქალებისთვის

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-11 18:08:26

რატომღაც, არსებობს მოსაზრება, რომ ლამაზი ქალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნაკლებად ჭკვიანია. გვერწმუნეთ, ეს მოსაზრება თავად მამაკაცებმა გაავრცელეს, რათა სამაგიერო გადაეხადათ არსებული რეალობისთვის, ანუ იმ ფაქტისთვის, რომ ლამაზი ქალი გაცილებით უფრო ჭკვიანი და გონიერია ლამაზ მამაკაცზე.

იმისთვის, რომ მათ ასეთ უმწეო შურისძიებას სათანადოდ გაეცეს პასუხი, ძალიან მარტივი რამ არის საჭირო: ცოტა მეტად მოვიცალოთ საკუთარი თავისთვის (ქალებმა, რა თქმა უნდა), მეტად შევუწყოთ ხელი ბუნებით მომადლებულ უპირატესობას (გონებრივი თვალსაზრისით) და ეს უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.

ადამიანის ტვინი უნიკალური ორგანოა. უსაზღვროა მისი შესაძლებლობები, მაგრამ, იმისთვის, რომ სრულყოფილად იმუშაოს, საჭიროა მისი შესაბამისი კვება და ვარჯიში. სხვათაშორის, ჭკვიანურად შერჩეული რეჟიმის შედეგად ადამიანი არამარტო გონების სიფხიზლით გამოირჩევა, არამედ, გარეგნობითაც მხნედ, მშვიდად გამოიყურება, რადგან, ის მტკიცედაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.

იმისთვის, რომ აიმაღლოთ ტვინისაქტივობა, თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ შემდეგი პროდუქტები:
ტვინის მთავარი საკვებია გლუკოზა, რომელსაც შეიცავს პრაქტიკულად ყველა ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი სახით).

თუ ორგანიზმი მცირე რაოდენობით იღებს უჯერ ცხიმმჟავებს, ტვინის უჯრედი ცუდად მუშაობს. ამიტომ, ხშირად მიირთვით თევზეული, ზეითუნის ზეთი, თხილი და ნიგოზი.

ტვინის უჯრედების ენერგო დაზღვევისა და დაცვისთვის აუცილებელია E ვიტამინი, რომელსაც დიდი რაოდენობითშეიცავს: ნუში, ნიგოზი, თხილი, მზესუმზირა, ფოთლოვანი ბოსტნეული დაკვერცხი.

B ჯგუფის ვიტამინები ლიდერადაა აღიარებული ტვინისა და ნერვული სისტემის კვების თვალსაზრისით. ამიტომ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენი კვების რაციონში კვერცხი, რძე და ბრინჯი. ასევე, ბურღულეული, ცეხვილი პური და დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი.

სასურველია, დალიოთ დღეში მხოლოდ 2 ფინჯანი ნალექიანი ყავა და საგრძნობლად გაგიაქტიურდებათ მეხსიერება, თქვენი ყურადღება კი უფრო კონცენტრირებული გახდება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ცოტა ხნის წინ გამოცემა "The Telegraph”-ის ასობით ათასმა მკითხველმა ყველა
სასამართლოს მუზეუმის დარბაზებში, რომლებიც ქალაქ ნოტინჰემშია განლაგებული, საეჭვო ობიექტი დაფიქსირდა.
ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ამჟამად უკვე ყოფილი ფეხბურთელი დევიდ
აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა რონალდ ფრიდმანმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს,
გუშინ გამოცემამ „The Official Charts Company” ბოლო 60 წლის განმავლობაში,
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ლიდერს, ნეიმარს, ახალი სატრფო გაუჩნდა. სერბი მოდელი