მსოფლიო

პომპეის დაღუპვის საიდუმლო

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-11 18:11:36

ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ პომპეი ანტიკური ტერაქტის შედეგად განადგურდა...

79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს, იმაზე გაცილებით დიდი სითბური ენერგია გამოიყო, ვიდრე ატომური ბომბის აფეთქებისას ხიროსიმის თავზე. ფერფლის ღრუბელი და კვამლი 33 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა. დაღუპული ადამიანების რიცხვმა ათობით ათასი შეადგინა. ვეზუვის ამოფრქვევამ და პომპეის განადგურებამ მუზა გაუღვივა მხატვრებს, კინემატოგრაფისტებსა და პროზაიკოსებს.

მეცნიერებმა შეისწავლეს ვეზუვის ამოფრქვევის ტიპი და დაადგინეს, რომ ის არ შეესაბამებოდა ამოფრქვევათა არც ერთ ტიპაჟს.

იტალიელმა გეოლოგმა ალბერტო დე სანტომ დიდხანს იმუშავა ამ საკითხზე. შეისწავლა ანტიკურ ავტორთა თხზულებები 79 წლის სტიქიურ უბედურებაზე და შემდეგი შინაარსის დასკვნა დადო: „ვულკანის შიგნით ბუნებრივ გამაღიზიანებელ ფაქტორებს და გეოლოგიურ პროცესებს ადგილი არ ჰქონია“.

ხოლო ებრაელმა მკვლევარმა დანიელ კლუგერმა პირდაპირ თქვა, ვეზუვის ამოფრქვევა ხელოვნურად იყო გამოწვეულიო. თეორიულად ეს მართლაც შესაძლებელია. ყველა ვულკანი „უსაფრთხო“ და „მიძინებულია“ მანამ, სანამ მისი ყელი, ანუ კრატერი მჭიდროდ არის დაცული ქვის „საცობით“. როცა მაგმისა  და შინაგანი გაზების წნევის ზემოქმედებით ქვის ეს „საცობი“ ამოვარდება, იწყება ვულკანის ამოფრქვევა. რა თქმა უნდა, „საცობის“ ხელოვნურად ამოძრობაც შეიძლება და ვულკანი ამ შემთხვევაშიც ამოიფრქვევა.

დანიელ კლუგერის ვარაუდით, პომპეიში მრავლად ცხოვრობდნენ რომის მიმართ ბოროტად განწყობილი ადამიანები. ისინი იუდეველები იყვნენ, რომელთა ოჯახის წევრები 66-71 წლების აჯანყების დროს სასტიკად დასაჯეს – თითქმის 500 ათასი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, რომაელებმა დაანგრიეს იუდეველთა წმინდა ტაძარი. გარდა ამისა, უამრავი იუდეველი გლადიატორი იყო პომპეიში და ისინიც ნატრობდნენ ამ ქალაქის განადგურებას. ასე რომ, მათ შეეძლოთ „ამოეგდოთ” ვეზუვის ქვის „საცობი“ და ამ ტერორისტული აქტით გამოეწვიათ კატასტროფა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


EURONEWS-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრს ალექსის ციპრასს ოპოზიციონერი პარტიების მხარდაჭერა სჭირდება, რომ
პაკისტანის ქალაქ ქვეტაში პოლიომელიტის სამკურნალო ცენტრთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას
ბოლო პერიოდში ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ
THE WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, ნორვეგიაში ტანკი ავტომობილს შეეჯახა. როგორც ცნობილია, შემთხვევა ცენტრალურ
BBC-ის ცნობით, ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის, რაფაელ კორეას
ავსტრალიის პარლამენტში გეი ქორწინების შესახებ კანონპროექტის განხილვას მთავრობის წევრებს შორის