ფინანსები

რა ქონებას ფლობს სანდრა-ელისაბედ რულოვსი საქართველოში და საზღვარგარეთ

თამთა კაკაურიძე  2017-01-11 21:09:52

ბინები, მიწის ნაკვეთები და რამდენიმე ათასი საბანკო ანგარიშებზე - ეს პარლამენტის ყოფილი დეპურტატის, სანდრა-ელისაბედ რულოვსის ქონებაა.

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სანდრა რულოვსი ფლობს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 318.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას და ასევე, ბინებს ნიდერლანდების სამეფოში. კერძოდ, ტერნეუზენში, ჩერჩილის გამზირზე მდებარე  120.00 კვ.მ-ისა და კადზანდში, ბულვარ უილინგენზე მდებარე 75.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს. ასევე, მის 100%-იან საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში (ლამიანები), რომლის ფართობიც  1230.00 კვ.მ-ია.

ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 100% -იან საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი  ყვარელში, რომელთა საერთო ფართობი 7296.00 კვ.მ-ია. ასევე, ყვარელში (ლამიანები)  მდებარე კიდევ 5 ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობიც 11904.00 კვ.მ-ია და 500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გუდაურში.

აღსანიშნავია, რომ ქონების ნაწილი სააკაშვილი-რულოვსის ოჯახს 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც უწერია, თუმცა, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 164.00 კვ.მ-ის ფართობის მანსარდი, რომელიც სანდრა რულოვსის საკუთრებაში იყო; ასევე, ყვარელში, (ლამიანების დასავლეთით) მდებარე 97.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი (მიხეილ სააკაშვილის 100%-იან საკუთრებაში) რულოვსის ახლადშევსებულ დეკლარაციაში აღარ წერია.

სამაგიეროდ, ოჯახის ქონებას, 2013 წლის შემდეგ დაემატა ნიდერლანდების სამეფოში არსებული ორი ბინა, რომელიც სანდრა-ელისაბედ რულოვსის 100%-იან საკუთრებაში, რომელ წელს შეიძინა ეს ბინები ოჯახმა, დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სანდრა-ელისაბედ რულოვსის ანაბრებზე თი–ბი–სი ბანკში  44800.00 ლარი და 8500.00 დოლარი ირიცხებოდა, ხოლო ING Bank -ის ანაბარზე 28000.00 ევრო იყო; გარდა მას ნაღდი ფულის სახით 15000.00 დოლარი ჰქონდა.

მიხეილ სააკაშვილს ბანკ Ukraine-ს  ანაბარი 57000.00 დოლარი ჰქონდა; ამავე ბანკის მეორე ანაბარზე 129950.00 უკრაინული გრივნა (10 უკრაინული გრივნა=1.02 ლარს), ხოლო ბანკ France-ს ანაბარზე - 48000.00 ევრო ერიცხებოდა.

ასევე, 35 000.00 ევრო  ING ანაბარზე  არის სანდრა რულოვსის შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის სახელზეც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი წერია სანდრა-ელისაბედ რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის გასული წლის შემოსავლებთან დაკავშირებით.

ქონებრივი დეკლარაციის გრაფები - "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა"; "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში"; "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა"; "საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)", ცარიელია.

ცნობისთვის, სანდრა-ელისაბედ რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა, მისი ადგილი პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა დაიკავა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 2014 წლის 
2013 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ცნობილი გახდა, 2013 წლის იანვრიდან
დღეს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3117 ლარი გახდა. ეროვნული
მესტიის მუნიციპალიტეტს პირველ ეტაპზე რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიისთვის წარდგენილი ორი
აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადეს,