საზოგადოება

EMC მოკლული ტრანსგენდერი ქალის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

  2017-01-11 19:12:56

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) მოკლული ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის საქმესთან დაკავშირებით  თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის (amicus curie) მოსაზრებით მიმართა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს.

"გურია ნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, ტრანსგენდერ ქალს, ზიზი შეყილაძეს, 2016 წლის 14 ოქტომბერს, გ.მ.-მ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ზიზი შეყილაძე 23 ნოემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულზე ფაქტზე,  პროკურატურის ინფორმაციით, გ.მ.-ს, ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია.

საქმის სპეციფიკის, კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ტრანსგენდერი ქალის სიცოცხლის ხელყოფას, EMC  სასამართლოს  შესაძლო სიძულვილის მოტივის (რაც დაზარალებულის გენდერულ იდენტობას ეფუძებოდა) შეფასებას და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებას სთხოვს. EMC-იმ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა, რომელიც აჩვენებს, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების რელევანტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სტანდარტებსა და აუცილებლობას.   ამ ფონზე EMC მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 1  ნაწილით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივის არსებობას არ გამორიცხავს  საქმეში გამოკვეთილი სხვა მოტივი (მათ შორის ანგარება) თუ გარემოებები (დანაშაულამდე არსებული ნაცნობობა) და დაზარალებულის იდენტობის გათვალისწინებით სასამართლომ აუცილებლად უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე.

EMC იმედოვნებს, რომ წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრება დაეხმარება სასამართლოს საქმეზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციას", _ აღნიშნულია განცხადებაში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ლანჩხუთს ერთი სპორტული დარბაზიც რომ  არ გააჩნია, ეს ახალი ამბავი
29 ნოემბერს ლანჩხუთში საზოგადოებრივი დარბაზის საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩატარდა,
უკვე რამდენიმე დღეა, დაბა ჩოხატაურის მოსახლეობაში მითქმა-მოთქმაა ატეხილი. როგორც
მსოფლიოში მრავალი ადამიანი საკუთარი ნერვების ხარჯზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის მოსახლეობას, რომელიც 11-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გაკეთებას
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მძრაობის“ ლიდერმა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს კიდევ