საზოგადოება

ივან კრისტევი _ 2017 წელი ისეთივე იქნება მსოფლიოსთვის, როგორც 1917

ნუცა დავითაშვილი  2017-01-11 19:24:26

ბულგარეთის ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის მკვლევარის და ვენის IWM-ის ინსტიტუტის ექსპერტის ივან კრისტევის განცხადებით, 2017 წელი ისეთივე მნიშვნელობა იქნება მსოფლიოსთვის, როგორიც 1917 წელი იყო.
ექსპერტის აზრით, 1917 წელს მოხდა სამი დიდი იმპერიის-რუსეთის, ავსტრია-უნგრეთის და ოსმანეთის იმპერიების დაშლა, რამაც ძალთა ახალი გადანაწილება მოახდინა ევროპაში, მიდინარე წელს კი ევროპა ელოდება ახალ არჩევნებს საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში, აგრეთვე არჩევნებს საბერძნეთსა და იტალიაში, რაც გერმანულ-ფრანგული ტანდემის დაშლას აუცილებლად გამოიწვევს.

„ევროკავშირი პოპულიტურმა ომებმა, რომელიც BREXIT-ით დაიწეყო და დონალდ ტრამოის გამარჯვებით დამთავრდა, კიდევ უფრო დაასუსტა.  კიდევ ერთი საფრთხე, რაც ევროპოკავშირს 2017 წელს ემუქრება-რეფერენდუმებია. დიდი ბრიტანეთის გარდა, იტალიასა და უნგრეთშიც ცდილობს მოსახლოება ევროკავშირის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ თავისი განწყობების დააფიქსიროს.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი როლი შესაძლებელია  უნგრეთსა და პოლონეთში განვითარებულ;მა მოვლენებმაც ითამაშოს, სადაც სიტუაცია უცნაურად დალაგდა-ამ ქვეყნების მოსახლეობა პროევროპულადაა განწყობილი, მაშინ, როცა ხელისუფლება ევროკავშირის მიმართ, სკეპტიციზმს გამოთქვამს.

მსოფლიო ასევე  ყურადღებით ადევნებს თვალს ევროკავშირსა და თურქეთს შორის განვითარებულ მოვლენებს, რაზეც დიდმნიშნელოვნადაა დამოკიდებული ევროპის ნომერი პირველი პრობლემა-მიგრაციის განვითარება-კიდევ 100 ან 200 ათასი მიგრანტი ევროპისთვის, ბულგარეთის და საბერძნეთის კრიზისს გამოიწვევს“,-აცხადებს ექსპერტი BBC-ისთან ინტერვიუში.
კრისტევის აზრით, ევროპა სულგანაბული ადევნებს თვალყურს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებასაც, ასევე ამერიკა-ჩინეთს შორის სავარაუდო დაძაბულობასაც, რომელმაც 2017 წელს შეიძლება მწვავე კონკურენტუნარიანობის ხასიათი მიიღოს.
„2017 წელი აზისთვის ძალთა გადანაცვლების და ახალი პოლიტიკური ალიანსების შექმნის წელი იქნება. სიმშვიდე ამ რეგიონს წელსაც არ ეღირსება. ამის მიზეზია  პოლიტიკური კრიზისის საწყისი სამხრეთ კორეაში, რომელიც 2017 წელს მკვეთრ ფორმებს მიიღებს“,-აცხადებს კრისტევი.
.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახლმუზეუმში კალანდის
ჟურნალისტთა ქსელი ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმს აფორმებს. ღონისძიებას ხვალ, 2015 წლის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებით შეზღუდვები მოხსნილია. "შინაგან საქმეთა
მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩოჩხათში, შრომის უბანში მამუკა  ტიკარაძის საცხოვრებელ სახლს