სამართალი

შსს-მ უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

  2017-01-12 09:25:53

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული  ზ.ძ. თბილისში  დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 საბრძოლო ვაზნა და მეტადონის შემცველი სითხე ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის  და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).



იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, გია სოსანაშვილს გამოძიება ბრალს
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, "ოქროს მუხუროდ" წოდებულ უბანში მცხოვრები, 50
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატი, ოთარ კახიძე მუხროვანის ამბოხების დეტალებზე საუბრობს. მისი
ამ წუთებში, პარლამენტში თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საპარლამენტო