სამართალი

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

  2017-01-12 10:29:04

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,  ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ  კუპიურებს, კერძოდ, ახალი მოდიფიკაციის 50-ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100-ლარიან ბანკნოტებს. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.



ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე შოთა სირაძე გუშინ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ცნობით, 2014
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები - იასონ მილაძე,
დაახლოებით ორი საათის წინ,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა
სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ