სამართალი

პრეზიდენტის სიძის დაჭრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომენტარს აკეთებს

  2017-01-12 11:00:48

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
"ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, _ განაცხადა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მეგობართან  ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ, გვიან ღამით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებული ხელშეკრულებების დამდებ პირთა და დაწესებულებათა
დღეს, სასტუმრო "რედისონში" ტარდება საერთაშორისო კონფერენცია ელექტრონული მართლმსაჯულების შესახებ. კონფერენცია
თურქეთის მხარის ინიციატივით 2001 წლის 2 აპრილს ქ. სტამბულში ხელი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, პრობაციის ეროვნული
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ლევან მურუსიძის უვადოდ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის