საზოგადოება

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შედეგები _ იყო თუ არა ულტიმატუმი

ნუცა დავითაშვილი  2017-01-12 12:34:57

ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინა სომხეთში გაზის ტრანზიტზე „გაზპრომთან“ დასრულებული მოლაპარაკების შედეგები. 
მიღებული მოლაპარაკებების შედეგად,  საქართველო კარგავს გაზის ტრანზიტის დღემდე მოქმედ სარგებელს და გაუარესებულ პირობებს თანხმდება _  გაზის გატარების საფასური გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რამაც შესაძლებელია  საქართველოს გაზმომარაგება გაზის ფასის ცვალებადობის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახადოს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი არ მიიჩნევს, რომ დღევანდელი პირობა ქართული მხარისთვის დისკრიმინაციულია.
ექსპერტი ქართული მხარის მხრიდან ტაქტიკური შეცდომების დაშვებას არ გამორიცხავს, თუმცა, მიიჩნევს, რომ პირობების შეცვლა შესაძლებელია რუსული მხარის მხრიდან რაიმე ულტიმატუმის პირობებმა გამოიწვია, რადგან წელს რუსეთი უფრო ამბიციურია, ვიდრე წინა წლებში იყო, როცა ჩვენ მიერ შეთავაზებულ პირობებს იღებდა.

"ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს განმარტება, რა იყო რუსული მხარის ულტიმატუმი, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია. ეკონომიკურად გასაგებია რაც არის და ეკონომიკურად ხელისუფლების მიმართ პრეტენზია ვერ მექნება, თუმცა, საინტერესოა, რა ტიპის კონტრარგუმენტები იქნა რუსეთის მხრიდან მოყვანილი და ეს არგუმენტები მხოლოდ ეკონომიკის სფეროში იყო, თუ რაიმე ტიპის მუქარასაც ჰქონდა ადგილი?! ბევრი რამ შეიძლებოდა. რუსეთისთვის სომხეთზე გაზის მიწოდება სტრატეგიული თემაა და ადრე ჩვენი წნეხის მექანიზმი სწორედ ეს იყო, რომ რუსეთს ამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გართულებები სტრატეგიულად არ აწყობდა და ამიტომაც იძულებული იყო, დათანხმებოდა იმ პირობების შენარჩუნებას, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. წელს კი, როგორც ჩანს, რუსეთი მზად იყო ამ საკითხში კონფლიქტზეც კი წასულიყო და არ შეეპუა იმ საფრთხეს, რომ შესაძლოა, რაღაც შეფერხებები დაწყებულიყო სომხეთის მიმართულებაზე. ამ მოლაპარაკებებზე რა არგუმენტები მოიყვანა გაზპრომის ხელმძღვანელობამ, ამის თქმა გამიჭირდება, შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვა", _აცხადებს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


როგორც "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში განუცხადეს, სოფელ
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას ეხმაურება და
6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები გრძელდება. დეპარტამენტის დირექტორის კახა მურადაშვილის
სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ პროექტებისთვის სერვისის  ოფიციალური მიმწოდებელი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გვერდით დაწყებული სკვერის მშენებლობა, რომელსაც ადგილობრივი