სამართალი

სააპელაციო სასამართლოში ხვალ „პაპუაშვილის საქმეზე“ პროცესი განახლდება

  2017-01-12 12:14:07

2017 წლის 13 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო საქმეზე სასამართლო პროცესს განაახლებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცნობილია საქმის განმხილველი ახალი შემადგენლობაც: მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), მირანდა ერემაძე და თეა ძიმისტარიშვილი.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეზე ჩანიშნულ პირველ სხდომაზე, 2016 წლის 27 ოქტომბერს, როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - საქმის განხილვას ჩამოშორდნენ მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი. გადაწყვეტილება მოსამართლეთა აცილების შესახებ საქმის მომხსენებელმა მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის მტკიცება ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის მიკერძოების და საქმისადმი დაინტერესების შესახებ. მოსამართლეთა აცილების შემდგომ, საქმე გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს, რომელმაც სააპელაციო საჩივრის განმხილველი ახალი შემადგენლობა დანიშნა.

როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმეზე სხდომა 15:30 საათზე, #8 სხდომათა დარბაზში განახლდება.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების საქმის განმხილველი მოსამართლეები პროცესს ჩამოშორდნენ

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

სასამართლო გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს გახდისცნობილს

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაგაიმართა

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს - „ახალგაზრდაადვოკატები“

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომაგაიმართება

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიებამიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის   

ცხოვრებას ეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობისაღდგენის 

პროცესთან"

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღეს, დილიდან, ლანჩხუთის ცენტრში, პოლიციის ახალი შენობის ტერიტორიაზე, დასუფთავების მანქანებია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა. როგორც
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მუქარის შემცველი განცხადება,
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი