პოლიტიკა

აუქციონი მერაბ ჟორდანიასთვის _ "ლანჩხუთის გურია" იყიდება (ექსკლუზივი)

ნატო გოგელია  2017-01-12 12:52:55

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "ლაჩხუთის გურია" მალე გაიყიდება. ამის შესახებ ურუშაძემ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა:

_ ბატონო ზაზა, ლანჩხუთის „გურია“  თქვენი ერთ-ერთი „ტვირთია“. მიუხედავად იმისა, რომ მილიონები დაახარჯეთ, გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არც თქვენს მიერ ბევრჯერ დაანონსებული უცხოელი ინვესტორი გამოჩენილა...

_ ის, რაც მოხდა „გურიასთან“ დაკავშირებით ჩემთვისაც სამწუხაროა. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. რაც შეეხება ინვესტორს,  ველოდებით და ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

_ ამ მოლოდინის რიჟიმში ლანჩხუთელებს  დიდი ხანია ამყოფებთ. ეს „უახლოესი  დღეები“ არ სრულდება?

დღეს მერაბ ჟორდანიასგან მივიღე წერილი, რომელშიც საუბარია, რომ იგი 19 იანვარს ჩამოვა საქართველოში და ლანჩხუთის „გურიასთან“ დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები, გუნდის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე დასრულდება.

_ გუნდს მერაბ ჟორდანიას აძლევთ?

_ გუნდი აუქციონზე გადის მართვის უფლებით და ვინც იყიდის მისი იქნება.

_ რამდენიმე წუთის წინ გვითხრაით, რომ მერაბ ჟორდანიასთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს ...

_ მერაბ ჟორდანიამ დიდი ხნის წინ გამოთქვა გუნდის შეძენის სურვილი, თუმცა, გადაცემის ფორმა ვერ მოვნახეთ. ამიტომ გაგვაქვს აუქციონზე, სადაც არავინ არ იცის რა მოხდება. შეიძლება სხვამ იყიდოს _ ვნახოთ ვინ რა პირობებს შემოგვთავაზებს, _ აღნიშნა ურუშაძემ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიის ნახვა ორშაბათს შეგეძლებათ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და მიხეილ სააკაშვილის აწ უკვე „ყოფილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივანი აირჩია. აღნიშნულ
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
სარეფერენდუმოდ შეთავაზებულ  საკითხზე "გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ემიგრანტები ინგლისში ემიგრირებული ან დროებით მყოფი ქართველები
ზუგდიდში, აქციის დასრულებიდან 15 წუთში, მოედანზე „მერსედის“ მარკის თეთრი მიკროავტობუსი