პოლიტიკა

ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარეს ელოდებიან

ნატო გოგელია  2017-01-12 13:03:08

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ოზურგეთში ხვალ ელოდებიან. კობახიძე პარლამენტარებთან ერთად კალანდობის დღესასწაულს შეხვდება.

გურულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული სოფელ ცხემლისხდიში, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით დღესასწაულის აღნიშნვნა 13 იანვარს, 19 საათიდან დაიწყება.

_  ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლები: „შემოქმედი,“ „იადონი,“ „ელესა,“  „ურეკი“ და „ზენაარი.“  სპეციალური მოწვევით გაიმართება ანსამბლ „ბანისა“ და მომღერალ სალომე ბაკურაძის კონცერტი, _ აღნიშნავენ პრესსამსახურში.

გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ კალანდის მთავარი ატრიბუტის _ ჩიჩილაკის დამზადების პროცესი; პირდაპირ ქვევრიდან დააგემოვნონ გურული ადესა და ამოავლონ ჩურჩხელა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს პასუხობს და მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო 30
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს ყოველგვარი კონფრონტაციისგან თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
  ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები 
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ არ არის სწორი
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ორშაბათიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულების გათავისუფლება დაიწყება.