საზოგადოება

რა კავშირი აქვს "ნუტელას" კიბოსთან და რატომ არის რისკთან დაკავშირებული მისი მოხმარება

რუსა ოქრუაშვილი  2017-01-12 13:11:24

THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, ფერერომ, რომელიც NUTELLA-ს მწარმოებელი კომპანიაა, სარეკლამო კამპანია წამოიწყო, გავრცელებული ბრალდების საპასუხოდ რომლის მიხედვითაც, პალმის ზეთმა, რასაც კომპანია იყენებს შეიძლება კიბო გამოიწვიოს.

როგორც ცნობილია, მაისში, ევროპის სურსათის სტანდარტების ორგანომ გააფრთხილა, რომ დამაბინძურებლები, რომლებიც ზეთში იპოვნეს, კანცეროგენულია.

გაფრხილების მიხედვით, ზომიერი მოხმარების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ნივთიერებები, შესაძლებელია, ბავშვებისთვის სარისკო იყოს.

როგორც ცნობილია, პალმის ზეთი ასობით საყოფაცხოვრებო და საკვები ბრენდის შემადგენლობაში გვხვდება, მათ შორის, CADBURY’S შოკოლადში,CLOVER და BEN &JERRY’S-ში, მაგრამ NUTELLA დღემდე აწყდება სამომხმარებლო პრობლემებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში რამდენიმე სავაჭრო ცენტრმა NUTELLA -ს ბოიკოტი გამოუცხადა და ვაჭრობიდან ამოიღო, რის საპასუხოდაც, კომპანიამ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რითაც მომხმარებლების პროდუქციის უსაფრთხოებაში დარწმუნებას ცდილობს.

ფერეროს მტკიცებით, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პალმის ზეთს წარმოებიდან არ ამოიღებს პროდუქციის ხარისხსა და გემოსთანაა დაკავშირებული და არა ღირებულებასთან.

„ნუტელას წარმოება პალმის ზეთის გარეშე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,“_აცხადებს ფერეროს შესყიდვების მენეჯერი, ვინჩენსო ტაპელა.

REUTERS-ის გაანგარიშების მიხედვით, შემცვლელი ზეთების გამოყენებამ, შესაძლოა, პროდუქციის ფასი გაზარდოს, თუმცა კომპანია კომენტარს ამის შესახებ ჯერ არ აკეთებს.

კიბო ცენტრის ინფორმაციით, გლიციდილი, არის ცხიმოვანი მჟავა, რთული ეთერზეთი, რომელიც პალმის ზეთისგან იწარმოება, როდესაც ის 200 გრადუსზე ზემოთ თბება, რადგან ეს არის მრავალი საკვების დამუშავების ტემპერატურა.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ გლიციდილი არის გენოტოქსიკური და კანცეროგენული, ამიტომ არ არის ის უსაფრთხო,“_განაცხადა  CONTAM-ის ხელმძღვანელმა, ჰელე კნუტსენსმა, მაისში, პალმის ზეთის შესწავლის შემდეგ.

როგორც ცნობილია, დამაბინძურებლები გვხვდება სხვა მცენარეულ ზეთებშიც, მარგარინში და დამუშავებულ საკვებში, მაგრამ პალმის ზეთი განსაკუთრებით საშიშია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ასევე შეშფოთება გამოთქვა ამის გამო, მაგრამ მისი გამოყენების შესახებ გაფრთხილების გაცემა მალე შეწყვიტა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პალმის ზეთმა დაპირისპირება გამოიწვია. ნოემბერში, AMNESTY INTERNATIONAL-მა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ COLGATE-PALMOLIVE, KELLOGG, NESTLE, PROCTER&GRAMBLE, RECKITT BENCKIESER  და UNILEVEL  წარმოებაში იყენებდნენ პალმის ზეთს, ინდონეზიის პლანტაციებში, სადაც სახიფათო პირობებში 8 წლამდე ბავშვები მუშაობდნენ.

AMNESTY INTERNATIONAL-ის ინფორმაციით, ბავშვებს 25 კილოგრამზე მეტი წონის პალმის ხილით დატვირთული ტომრების ტარება უწევდათ.

მაუწყებლის ინფორმაციით, პალმის ზეთი უკვე დიდი ხანია გარემოს დეგრადაციას უკავშირდება.

ის ასევე დაკავშირებულია ტყის მასობრივ გაჩეხვასთან, რამაც ორანგუტანების დაკარგვა გამოიწვია.

როგორც ფერეროში აცხადებენ, ისინი პალმის ზეთს მრგვალი მაგიდის მიერ დამოწმებული სტანდარტების მიხედვით მოიპოვებენ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ხუთ ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ელჩების დონეზე
"გურია ნიუსმა" კიდევ ერთი წელი მიითვალა მკითხველის სამსახურში. გასული წლის
თბილისში საგზაო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო
დღეს ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე გათვალისწინებული იყო   "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის