მსოფლიო

კონტრაცეპტივები უფასოდ სიღარიბის პრობლემის აღმოსაფხვრელად

რუსა ოქრუაშვილი  2017-01-12 13:58:36

ფილიპინების მთავრობა მოსახლეობას კონტრაცეპტივებს უფასოდ სთავაზობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტეს ეკუთვნის.

პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ ქვეყანაში არასასურველი ორსულობის რაოდენობა შემცირდეს, განსაკუთრებით ღარიბ ფენაში. 

მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კათოლიკურმა ეკლესიამ წინააღმდეგობა გაუწიოს.

PEW კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ფილიპინების მოსახლეობა 103 მილიონს აჭარბებს, ხოლო  80%-ზე მეტი კათოლიკეა.

როგორც ცნობილია, დუტერტეს წინამორბედი წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ქვეყანაში კონტაცეპტივების გამოყენების შესახებ კანონპროექტი გაგრძელებულიყო.

ეკონომიკური დაგეგმარების მდივნის, ერნესტო პერნიას თქმით, "ქვეყანაში საჭიროა ბიძგი, რომ მოხდეს ოჯახის დაგეგმვა, რაც ფილიპინებში სიღარიბეს გადაჭრის."

მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ 2022 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდეს, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 21.6%-ით ნაკლებია.

როგორც ცნობილია, დაახლოებით 2 მილიონი  ქალი კონტრაცეპიტვებს უფასოდ 2018 წლიდან მიიღებს.

CNN-ის ცნობით, განათლების დეპარტამენტმა უკვე მოითხოვა სკოლებში გენდერულად მგრძნობიარე და უფლებებზე დაფუძნებული სექსუალური განათლების მიღება.

გაეროს ინფორმაციით, ფილიპინები ერთადერთი ქვეყანაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც მოზარდებში ორსულობა მკვეთრად გაიზარდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სტამბოლში, ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ,
პაბლო პიკასო სიკვდილის წინ მკურნალ ექიმს შეეკითხა, ჰყავდა თუ არა
ჩრდილო-დასავლეთ სირიაში საჰაერო იერიშის  შედეგად ორგანიზაციის, "ექიმები საზღვრებს გარეშე"  საავადმყოფო 
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მომხდარ აფეთქებას საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ექსპერტები გამოეხმაურნენ. EURONEWS-ის
ანკარაში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის
მეთვრამეტე საუკუნის გერმანიის საიდუმლო მიმოწერის გასაღები შეიმუშავეს ამერიკისა და შვედეთის