ზაფრანი

პირით სუნთქვა ანთებით პროცესებს იწვევს

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-12 14:09:52

ადამიანის სასუნთქი ორგანოები ისეა მოწყობილი, რომ შეგვიძლია პირით და ცხვირით ერთნაირად ვისუნთქოთ, მაგრამ თუ ცხვირით სუნთქვა ჯანმრთელობის მანიშნებელია, ზოგიერთის ცუდი ჩვევა - პირით სუნთქვა, ხშირად ორგანიზმის დასუსტებისა და არაერთი დაავადების წარმოშობის მიზეზი ხდება.

უფრო მეტიც, სისტემატურად პირით სუნთქვა ადამიანის ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს.
პირით სუნთქვისას, უმეტეს შემთხვევაში, გაუარესებულია ფილტვების ფუნქცია და შემცირებულია ორგანიზმში პროსტაციკლინის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც სისხლის კოლტებს შლის და სისხლძარღვებს აფართოვებს, რაც ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

ცხვირის გავლით ჰაერი თბება, ტენიანდება და მტვრისგან იწმინდება. პირით სუნთქვის შემთხვევაში კი ცივ და მშრალ ჰაერთან ერთად, პირდაპირ ფილტვებში ხვდება მთელი რიგი მავნე ნივთიერებები, რაც ხშირად ანთებით პროცესებს იწვევს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 39 წლის რონალდო ნაზარიო დე ლიმამ, წონის
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში მეტროს სადგური აშენდება, რომელიც მთლიანად
ბრიტანელმა ფერმწერმა ტრეისი ემინმა ნეონისგან შექმნილ ინსტალაციაზე მუშაობა დაასრულა დიდი
ვარაუდობენ, რომ ტანსაცმელზე პირველი ღილი მეცამეტე საუკუნეში, გერმანიაში გაჩნდა. თუ ადრეული
ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ინტერნეტის დახმარებით საინტერესო გამოკითხვა ჩატარდა. დაადგინეს
ლექსების, სიმღერების და პროზაული ქმნილებების  წერა საუკეთესო წამალია სტრესისაგან თავდასაცავად.