ზაფრანი

კევინ კოსტნერი - „დაუფასებელი მუსიკოსი“

გიორგი გაჩეჩილაძე  2017-01-12 14:15:41

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კევინ კოსტნერი ქანთრის სტილის დიდი თაყვანისმცემელია. გაგიკვირდებათ და სანამ კინოვარსკვლავი გახდებოდა ქანთრი ჯგუფ “Roving Boy”-ში უკრავდა. ვოკალი და გიტარა ძალიან კი იზიდავდა, მაგრამ ერთხელაც სრულიად შემთხვევით, მხატვრული ფილმის გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და მსახიობის რთულმა პროფესიამ უფრო გაიტაცა.

კევინ კოსტნერი წარმატებული მსახიობი გახდა, მაგრამ მუსიკასთან კავშირი არ გაუწყვეტია. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფილი ჯგუფის წევრებს ხშირად ხვდებოდა და მათთან ერთად ახალგაზრდობას იხსენებდა.

2005 წელს მსახიობმა აქტიური მუსიკალური კარიერის წამოწყება განიზრახა. დაუკავშირდა მეგობრებს  ჯგუფიდან “Roving Boy”, დაითანხმა რამდენიმე პროფესიონალი მუსიკოსიც და ახალი ჯგუფი "Modern West” ჩამოაყალიბა.

მეგობრებმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს და დრო და დრო კონცერტების ჩატარებაც დაიწყეს. კევინ კოსტნერს სტუდიური ალბომის გამოშვებაც სურდა, მაგრამ მოუცლელობის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

ბოლოს და ბოლოს კოსტნერმა თავისუფალი დრო გამონახა და 2008 წელს პირველი ალბომი “Untold Truths” ჩაწერა. ამ ნამუშევარმა ამერიკელი მელომანების დაინტერესება გამოიწვია და ორ თვეში ორმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ჯგუფი “Modern West” ქანთრი-როკის შესანიშნავ ტრადიციებს აგრძელებდა, კევინ კოსტნერი კი უბადლო გიტარისტი და ვოკალისტი აღმოჩნდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


რამდენიმე დღის წინ, გაზეთმა “ნიუ-იორკ თაიმსმა” ერთი საინტერესო სტატისტიკური გამოკვლევის
მეცნიერები გვთავაზობენ უბრალოსა და სწრაფ საშუალებას, რომლის შედეგადაც თვალები დაისვენებენ
ტოკიოში იაპონური საცალო გაყიდვების ქსელი „Takashimaya Co“  თავისი ერთ-ერთი მაღაზიის
რამდენიმე დღის წინ ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, სკანდალურმა შფოთისთავმა, 48 წლის
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში გვატემალის ნაკრები 4:0 დაამარცხა. ამ
მსოფლიოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება ფაქტები, რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებული იყო