კულტურა

ოზურგეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მარინე ჩიხლაძე  2017-01-12 14:56:41

ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში საპრემიერო სამზადისია. რეჟისორი ოთარ კუტალაძე კლასიკოსი მწერლის დავით კლდიაშვილის „მსხვერპლზე“ მუშაობს. ეს ნაწარმოები  აქტიურად იდგმება ბოლო პერიოდის ქართულ თეატრებში. ნაწარმოებში გამოხატული აქტუალური პრობლემა ოჯახური  ძალადობის  შესახებ, დღეს ძალზე მწვავე საკითხია ქართული საზოგადოებისთვის.

რეჟისორი ოთარ კუტალაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ შევიკრიბეთ  თანამოაზრეთა გუნდი, მსახიობების,  სადადგმო ჯგუფის,  მხატვრის,  ტექნიკური პერსონალის სახით, რომლებმაც გაიზიარეს ჩემი ჩანაფიქრი, _ გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ და დავაფიქროთ ოჯახში  ძალადობის პრობლემაზე. შეიკერა ახალი კოსტიუმები, დამზადდა დეკორაციები, შეიქმნა  საინტერესო მხატვრული სახეები, რაც კარგი პრემიერის წინაპირობას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მაღალპროფესიონალ მსახიობთა გუნდი განსაკუთრებით მობილიზებული და თავდაუზოგავი შრომით ახერხებს სამზადისს პრემიერისთვის, იმ პირობებში, რომელიც  თეატრის  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამოა შექმნილი.

რეჟისორთან ერთად დადგმაზე  მხატვარი გია გვიჩია და ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია მუშაობენ. სპექტაკლში მონაწილეობენ ოზურგეთის  თეატრის მსახიობები:  თეა კეჭაყმაძე,  ვერიკო ხუხუნაიშვილი, ივანე ჩხეიძე, თემურ კვირკველია, ნინო ჯუღელი და სხვები.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


21 მარტს, ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის სურათების გალერეაში, გურიის რეგიონის
რუსუდან გლურჯიძის ფილმმა "სხვისი სახლი" (House of Others) ოდესის საერთაშორისო
გასულ კვირას, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა ყოველწლიური შემოქმედებითი
რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოფიკო ჭელიძემ თანამდებობა
x-faqtori-ს ფინალისტმა, მებო ნუცუბიძემ პროექტი დატოვა. როგორც ნუცუბიძე ამბობს, სხვა
8 მარტს, ლანჩხუთის სამხატვრო სკოლაში, 27 წლის რუსუდან გაბედავას ინკლუზიური