პოლიტიკა

ახალი პოლიტიკური გაერთიანება _ "ნაციონალური მოძრაობის" უგულავა-ბოკერიას ფრთა პარტიას ტოვებს

  2017-01-12 15:10:54

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. ისინი ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგს მარტავენ. აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა.

„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი ის სახე და ხერხემალი პარტიის და არასწორია შეფასებები, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში.

ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია.

დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს შენობა, რომელიც წლების განმავლობაში წითელი ფერიs იყო,
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ  ხელისუფლების მიერ მისი "ნაციონალურ
პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა. "ეს არის
გუშინ, პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
პრემიერის წასვლიდან, რამდენიმე წუთში, ადგილი სადაც მსახიობები ღარიბაშვილს დახვდნენ, გათავისუფლდა,
იუსტიციის მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ, "არავინ და არაფერი ზის ID ბარათში",