მსოფლიო

„იზოლაციამ ციხეში რადიკალური გამხადა“_ბრეივიკი

რუსა ოქრუაშვილი  2017-01-12 15:37:48

FRANCE 24-ის ინფორმაციით, მემარჯვენე ექსტრემისტი, ანდერს ბერინგ ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, აცხადებს, რომ 5-წლიანმა იზოლაციამ უფრო მეტად რადიკალური  გახადა.

"მე ვიყავი რადიკალური, მაგრამ ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, უფრო მეტად რადიკალური გავხდი,"_განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, ბრეივიკმა ჩვენება სახელმწიფოს წინააღმდეგ მისცა, რადგან ის სხვა პატიმრებიდან იზოლირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის ივლისში, პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა, მათი უმრავლესობა მოზარდები იყვნენ.  ცოტა ხნის შემდეგ კი ოსლოში სამთავრობო შენობებთან ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი იმსვერპლა.

ბრეივიკის თქმით, მან ისინი მოკლა, რადგან მულტიკულტურალიზმს აფასებდნენ.

მაუწყებლის ინფორმაციით, მას 2012 წელს 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც შესაძლებელია, განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს, რადგან საფრთხედ არის მიჩნეული.

როგორც ცნობილია, ექსტრემისტს ციხეში სამი საკანი აქვს, სადაც შეუძლია  ვიდეო თამაშები ითამაშოს და ტელევიზორს უყუროს.

მას ასევე აქვს კომპიუტერი ინტერნეტის გარეშე, წიგნები, ჟურნალები და სპორტული დარბაზის დანადგარები.

მაუწყებლის ინფორმაციით, მიუხედავად კომფორტული პირობებისა, ოსლოს რაიონულმა სასამართლომ გასული წლის აპრილში დაადგინა, რომ ნორვეგიული სახელმწიფო დამნაშავეა „არაადამიანურად მოპყრობაში“ და სამკურნალო პირობების „დამამცირებლად“ დარღვევაში.

როგორც ცნობილია, სასამართლოს მთავარი არგუმენტი ბრეივიკის ხანგრძლივი იზოლაცია იყო.

ბრეივიკის ადვოკატის, ოსტინ სტორვიკის თქმით, იზოლაცია მისი კლიენტის „სულიერ გაჭირვებას“ იწვევს.

„მე სერიოზულად დავზარალდი იზოლაციის შედეგად და რადიკალიზაცია შესაძლებელია ყველაზე დიდი ზიანი იყოს რაც იზოლაციამ მომაყენა,“
_ამბობს ბრეივიკი.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ბრეივიკი არ არის იზოლირებული და მას ხშირად აქვს ურთიერთობა მცველებთან, რომლებსაც ნარდს ეთამაშება.

გარდა ამისა, ის თავის ადვოკატს და მოძღვარს ელაპარაკება.

მაუწყებლის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე 6 დღიანი სასამართლო პროცესი სამხრეთ ნორვეგიაში მდებარე ციხეში მიმდინარეობს, სადაც ბრეივიკი სასჯელს იხდის.

როგორც ცნობილია, პროცესი 18 იანვარს დასრულდება, ხოლო საბოლოო განაჩენი სავარაუდოდ თებერვალში გახდება ცნობილი.



ევრო 2016-ის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი მატჩის გამართვამდე მარსელში ინგლისის ნაკრებისა
"ნატო-ს გადაწყვეტილება, ჩაატაროს სამხედრო წვრთნები საქართველოში და შექმნას სამხედრო სასწავლო
პაკისტანის საზღვართან ახლომდებარე ინდოეთის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას
ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 79 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც
ბულგარეთის პარლამენტმა ჩადრის გამოყენება აკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით,
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში სამ თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.