მთავარი თემა

ასე ცხოვრობენ ადამიანები 21-ე საუკუნეში!

  2011-01-22 19:15:43

რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟი ასკანიდან

ფოტორეპორტაჟი დღევანდელი საქართველოს რეალობას ასახავს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე ჯანმრთელობის დაცვისა და არსებული კანონების გათვალისწინებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრებ 60 წლის, მარტოხელა გივი შევარდნაძეს, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულია და უმძიმესი დაავადების გამო ერთი ფეხი მოკვეთილი აქვს, სამწუხაროდ, მეორე ფეხზეც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
ამ დროს კი, მას 10 თვეა, სოციალური დახმარება არ მიუღია. ამის მიზეზად საკუთარ ქოხში დროებით არყოფნას ასახელებენ. ამჟამად, ის დის ქოხში ცხოვრობს და როგორც ბატონი გივი გვიყვება, სოციალური აგენტი დამუქრებია კიდეც, თუ საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ გადახვალ, დახმარება შენი დის ოჯახსაც მოეხსნება, რადგან კანონი ასე ითვალისწინებსო.
მკითხველს ვთხოვთ, მოგვაწოდონ საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, ეკუთვნის თუ არა გივი შევარდნაძეს სოციალური დახმარება.

აქ ბევრი სახლის კარია გამოკეტილი


"ასე თუ გაგრძელდა, სოფელი დაიცლება!"


აქ ცხოვრობს ფეხმოკვეთილი გივი შევარდნაძის და, რომელმაც ამ ფიცრულ ქოხში ძმა შეიფარა


ეს ამ ოჯახის ერთადერთი საძინებელია


ბრეზენტის ჭერქვეშ


"შენც სოციალური აგენტისნაირი ხომ არ ხარ?!" _ მეკითხება ბატონი გივი

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს;
ცნობილია ეგზითპოლის შედეგები: კოალიცია "ქართული ოცნება“ დავით ნარმანია – 46.3% "ერთიანი
ფიზიკური ძალა საკმარისზე მეტია, ტექნიკა და ფინანსები მობილიზებულია, ყველას მიღებული
ოზურგეთში, გაზის უვარგისი მრიცხველების შეცვლა დაიწყო. ქალაქის რამდენიმე ქუჩის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში, ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის
ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ონში