საზოგადოება

არასრულწლოვანთა ნაწილი ციხის დირექტორს დასჯაში ადანაშაულებს, ნაწილი „ღვთისმოსავ კაცს“ უწოდებს

ეკა ალფაიძე  2012-08-10 20:07:07

8 აგვისტოს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინცინდენტის დეტალები სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ მოხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ კანონდარღვევის ყველა ის ფაქტი, რის შესახებაც არასრულწლოვნები მათ წარმომადგენლებს ესაუბრნენ, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა და ამაზე აპარატი ცალკე განცხადებას გააკეთებს.

ნათია იმნაძის განცხადებით, ინცინდენტი კონკრეტულ შემთხვევას არ მოჰყოლია და არეულობა სპონტანურად დაიწყო.

„ეს არეულობა არ მოყოლია რაღაც კონკრეტულ ფაქტს, ჩვენ გვითხრეს რომ რეგულარულად გროვდებოდა ეს უკმაყოფილება არამარტო არასათანადო მოპყრობაზე, არამედ რეჟიმზე და ძალიან ბევრ წვრილმანზე და მერე სპონტანურად დაიწყო ყველაფერი,“-აცხადებს იმნაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, არეულობა დაწესებულების მეორე სართულზე დაიწყო, ბავშვებმა ორსართულიანი საწოლებით ჩახერგეს შესასვლელები და ადმინისტრაციას შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ციხის დირექტორი ეზოდან ეკონტაქტებოდა ამბოხებულ ბავშვებს. ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც ამ არეულობის დროს შემთხვევით აღმოჩნდა მეორე სართულზე, სასწრაფოდ გაერიდა აქურობას.

არეულობა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი,რის შემდეგაც დაწესებულებაში საბადრაგო სამსახური გამოჩნდა და ბავშვები რუსთავში გადაიყვანა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, არც გადაყვანის დროს, არც მანამდე და არც მას შემდეგ ბავშვებზე ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ღამით მივიდნენ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში და საკუთარი თვალით ნახეს 20 წუთიანი არეულობის შედეგი: დანგრეული კედლები, დამწვარი მატრასები, დალეწილი საწოლები.ისინი გაესაუბრნენ დაწესებულებაში დარჩენილ 15 ბავშვს ბავშვს, რომლებიც აცხადებდნენ რომ არაფერი დაუნახავთ.

„ჩვენ ამ ბავშვებს ვეკითხებოდით რა მოხდა, რამდენი მანქანა მოვიდა, მაგრამ ისინი გვპასუხობდნენ, რომ შიშისაგან ფანჯარაშიც არ გაუხედავთ ისეთი ხმაური და არეულობა იყო გარეთ. ამ ბავშვებს არანარი მონაწილეობა არ მიუღიათ მომხდარ ინციდენტში“- აცხადებს ნათია იმნაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ციხის ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ თანამშრომლებს შორის არ არიან დაზარალებულები. ნათია იმნაძის თქმით, დაზარალებულები ვერც იქნებოდნენ, რადგან არეულობის დაწყების მომენტიდან, მათ შეხება აღარ ჰქონიათ ბავშვებთან.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმავე ღამით შეხვდნენ რუსთავში გადაყვანილ 122 ბავშვს ( 60 გადაყვანილი იქნა რუსთავის N16 დაწესებულებაში, ხოლო 47 - რუსთავის N17 დაწესებულებაში). თუმცა ყველას ვერა, რადგან სახალხო დამცველის რწმუნებულების განმარტებით, რამდენიმე მათგანს ეძინა. ბავშვებმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს ციხის კონკრეტული თანამშრომლების გვარები დაუსახელეს, ვისაც არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდნენ.

„უმრავლეობა ბავშვებისა ლაპარაკობდა ყველა თანამშრომელზე, ჩვენ ვკითხეთ, ხომ არ იყო რომელიმე თანამშრომელი უარესი ან უკეთესი.ისინი ამბობდნენ, რომ თანამშრომლები ყველა ერთნაირია რამდენიმეს გარდა და ასახელებდნენ ძირითადად დირექტორის მოადგილეეებს, რეჟიმის უფროსს ანუ ხელმძღვანელ პირებს. ზოგმა დირექტორზეც თქვა, რომ მონაწილეობდა ფიზიკურ დასჯაში, ზოგმა ისიც თქვა რომ დირექტორი ძალიან ღვთისმოსავი კაციაო, ზოგმა კონკრეტული გვარები დაასახელა, ზოგმა არ ვიცი გვარებიო და ვერ დაასახელა. არ ვიცი ეხლა, ბავშვები არიან და რაღაცა არეულ-დარეულად იყვნენ, თან ღამენათევები, ციხიდან ახალი გადაყვანილები,“ _ აცხადებს ნათია იმნაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში.

სახალხო დამცველის ოფისს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა მუხლით აღიძრა საქმე და ვის მიმართ, თუმცა გამორიცხული არ არის, ბავშვების მიმართ მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდეს და სასჯელი აღარ დაუმძიმონ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მას შემდეგ რაც "გურია ნიუსზე" სტატია "სალონიკში ამომრჩეველთა უმრავლესობა განაწყენებულია"
დღეს, სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტი დაკრძალეს. 24 წლის ივლიტას მთელმა
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ აცანაში მეწყერსაშიშროების პრობლემები შექმნა. აცანის ტერიტორიული
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიაში კვლავ უამინდობაა. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ,
მომავალი წლიდან, ქართველი ადვოკატები, რომლებიც ფრანგულ ენას ფლობენ,   პარიზის ადვოკატთა 
წუხელ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე