საზოგადოება

ნაგავსაყრელები, 2014 წლიდან, ფასიანი გახდება

სოფო ჩიხლაძე  2012-12-20 11:31:21

"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო 8 ნაგავსაყრელის გარდა, საქართველოში 50-მდე ნაგავსაყრელი იფუნქციონირებს, მაგრამ ამ ტერიტორიებზე, მომავალ წელს, მხოლოდ ნარჩენების მიწით გადაფარვის სამუშაოები შესრულდება... საქართველოში დღემდე არ ხდებოდა ნარჩენების წონის აღრიცხვა, ასევე არ კონტროლდება თუ რა ტიპის ნარჩენები ხვდება ნაგავსაყრელებზე. მომავალი წლიდან კი ყველა ნაგავსაყრელზე შეტანილი ნარჩენების რაოდენობა და შემადგენლობა გაკონტროლდება...

აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების კომპანიას არ დაექვემდებარება დედაქალაქსა და აჭარაში მოქმედი 2 ნაგავსაყრელი. ამ ტერიტორიების მოვლა-შენახვა თბილისის შემთხვევაში _ მერიას, აჭარაში კი, შესაბამისს ადგილობრივ სტრუქტურას ეკისრება.

ნაგავსაყრელებზე ნარჩენების შეტანა წელს უფასოდ გახორციელდება, რასაც მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. 2014 წლიდან კი ეს მომსახურება ფასიანი გახდება. თუ რა თანხა იქნება გადასახდელი, ამ საკითხზე "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", რომელიც 2013 წელს 12 მილიონი ლარით დაფინანსდება, ექსპერტებთან ერთად იმსჯელებს. ტარიფი მომავალი წლის ბოლომდე დასახელდება.

"საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიაში" აცხადებენ, რომ შემოღობილ ნაგავსაყრელებზე ადამიანების შესვლა აიკრძალება: "ნაგავსაყრელებზე ზოგს პატარა ქოხი აქვს და მუდმივად იქ ცხოვრობს, ზოგი კი ღამეს ნარჩენებში ათევს, რაც ანტისანიტარიის კერაა... ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ნაგავსაყრელებზე შედის პირუტყვი და ძოვს. ეს კი ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. 2013 წლის თებერვლიდან შემოღობილ ნაგავსაყრელებზე ადამიანების შესვლა და იქ პირუტყვის შეშვება აიკრძალება," _ ამბობს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი თეა მირიანაშვილი.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საქართველოში დღეს არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობა ევროკავშირის სტანდარტებს ბევრად აღემატება. თეა მირიანაშვილის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველა მოქმედი ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალ ტერიტორიებზე ქვეყნის მასშტაბით, 8-10 ნაგავსაყრელი გაიხსნება. ჯამში კი, თბილისსა და აჭარაში მოქმედი ნარჩენების განსათავსებელი ტერიტორიების ჩათვლით, საქართველოში 10-12 ნაგავსაყრელი იქნება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, საქართველოში არსებული ნაგავსაყრელები ევროსტანდარტების შესაბამისი რომ გახდეს, ამისთვის ასეულობით მილიონი ლარი და რამდენიმე წელია საჭირო.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სატრანსპორტო საშუალებების და
განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი 19 ივნისს, ზუგდიდში,მერაბ კოსტავას
”ოპერატიული მუშაობის შედეგად გარკვეული იარაღი იქნა აღმოჩენილი. გაცხადდა, რომ თითქოს
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
26-27 დეკემბერს, "ფონდმა წილოსანმა" მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ფონდის ეგიდით,